28 ოქტომბერს, 17:00 თბილისში, კიკვიძის პარკში დასაქმების ფესტივალი ჩატარდება

HR hub-ისა Studentjob.ge – ის ორგანიზებით, 28 ოქტომბერს, განახლებულ კიკვიძის პარკში, 17:00 – დან 20:00 საათამდე დასაქმების ფესტივალი ,,საყოველთაო გასაუბრება” გაიმართება. 

ღონისძიებაზე 50-ზე მეტი კომპანია სხვადასხვა ვაკანსიით იქნება წარმოდგენილი, რომელთა ნახვაც წინასწარ www.Studentjob.ge -ზეა შესაძლებელი. მონაწილეები შეარჩევენ მათთვის სასურველ კომპანიებს, ვაკანსიებს და დარეგისტრირდებიან.

ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, პირისპირ შეხვდნენ და გაესაუბრონ კომპანიის HR მენეჯერებს.

დასაქმების ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვინც სამსახურს ეძებს. ღონისძიებაზე დაცული იქნება კოვიდ რეგულაციები. პირბადის ტარება სავალდებულოა.

დასაქმების ფესტივალის პარტნიორები არიან: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საართველოს უნივერსიტეტი, Grant Thornton Georgia, King David და საერთო სამუშაო სივრცე KD4US.

« »
💙 2021 studentjob.ge