საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტი

შპს  “სავაჭრო ჯგუფი” აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში., შპს სავაჭრო ჯგუფი ახორციელებს სახელმწიფო და კომერციულ ტენდერებში მონაწილეობას და შესაბამისი საქონლით საერთაშორისო ბაზრებიდან მომარაგებას.

ძირითადი მოვალეობები:

** საერთაშორისო მომწოდებლებთან შესაბამისი პროდუქციის მოძიება;

** ახალი მომწოდებლების მოძიება და მოლაპარაკების წარმოება;
** მომწოდებელთა ბაზის მუდმივი განახლება და განვითარება;
** ხელშეკრულებების გაფორება;
** შესასყიდი პროდუქციის შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით ბაზრის კვლევა;
** სხვადასხვა სახის კორესპონდენციისა და ანგარიშების მომზადება;
** ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

ძირითადი მოთხოვნები:

** ასაკი 20-35 წლამდე

** სასურველია ანალოგიურ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება

** სასურველი შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა, სასურველია რუსული ენის ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
** ინტერნეტის კარგი ცოდნა


საჭირო პიროვნული უნარები:

** ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** საკითხის მიმართ პოზიტიური მიდგომისა და გადაჭრის უნარი;
** სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
** ანალიტიკურად აზროვნება;
** მათემატიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი.

გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-18:00

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: D.dikani@gmail.com

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 28.08.2021

« »
© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge