Tbilisi Jobs – მოდი დასაქმების ფესტივალზე და დასაქმდი “ქარვაში”!


მოგესალმებით,

29 ივლისს 18:30 – 22:30 HR hub – ის და Studentjob.ge – ის ორგანიზებით თბილისში, დედაენის ბაღში დასაქმების ფესტივალი –Tbilisi Jobs ჩატარდება.

ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სამოცზე მეტი კომპანია აქტიური ვაკანსიებით.

ფესტივალი განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის და ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.

წარმოგიდგენთ დასაქემების ფესტივალში მონაწილე კომპანიას: ქარვა

კომპანიის შესახებ:

ინოვაციების კომპანია Qarva ქმნის სატელევიზიო პროგრამულ უზრუნველყოფას და უკვე 15 წელზე მეტია ოპერირებს როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

Qarva-ს წარმატებული და ცნობილი სატელევიზიო პროგრამული უზრუნველყოფის პროექტი საქართველოში წარმოდგენილია SilkTV-ის სახით. 2017 წელს ლონდონში Qarva-ს ტექნოლოგია, მულტიპაიპი, წარდგენილი და დაჯილდოვებული იყო როგორც საუკეთესო სტრიმინგის ინოვაციური ტექნოლოგია. 2018 წლიდან Qarva გახდა DVB (DVB – Digital Video Broadcasting – https://dvb.org) კონსორციუმის წევრი. DVB წარმოადგენს მსოფლიოს წამყვანი მედია და ტექნოლოგიური კომპანიების ასოციაციას, რომელიც უზრუნველყოფს ციფრული ვიდეოს გადაცემის სტანდარტს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ვაკანტური პოზიციები:

  • პროექტების მენეჯერი;
  • პროდუქტის მენეჯერი;
  • Junior Android დეველოპერი;
  • Junior C/C++ დეველოპერი;
  • Middle C/C++ დეველოპერი;
  • Junior Python/Django დეველოპერი;
  • Middle Python (Node) დეველოპერი;
  • მანუალური ტესტერი;
  • Junior და Senior ქსელის ადმინისტრატორი;
  • Senior (Linux) სისტემის ადმინისტრატორი;
  • iOS დეველოპერი.

აირჩიეთ დამსაქმებელი და დარეგისტრირდით დასაქმების ფესტივალზე!

დასაქმების ფესტივალის პარტნიორია ბია.

Tbilisi Jobs – ის მხარდამჭერია Gastronomeპირველი „გურმე“ მაღაზიათა ქსელი საქართველოში, რომელიც 2019 წელს შეიქმნა და დღეს უკვე თბილისის სხვადასხვა უბანში, 6 ფილიალითა და 2 რესტორნით არის წარმოდგენილი. კომპანია გთავაზობთ საუკეთესო სამუშაო პირობებსა და განვითარების პერსპექტივას. შეუერთდით Gastronome-ის გუნდს: vacancy@gastronome.ge

გისურვებთ წარმატებებეს!

« »
💙 2021 studentjob.ge