,,Tbilisi Jobs” – დასაქმების ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატების რეგისტრაცია დაიწყო

HR hub-ისა და  studentjob.ge-ის ორგანიზებით, 29 ივლისს, დედაენის ბაღში, 18:30 – დან 22:30 საათამდე დასაქმების ფესტივალი ,,Tbilisi Jobs” გაიმართება. ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სამოცზე მეტი კომპანია აქტიური ვაკანსიებით.

ფესტივალში მონაწილე კომპანიებისა და მათი ვაკანსიების ნახვა წინასწარ შეგიძლიათ, www.Studentjob.ge-ზე. შეარჩიეთ თქვენთვის საინეტერესო კომპანია და დარეგისტრირდით.

ღონისძიებაზე კი შესაძლებლობა გექნებათ, შეხვდეთ და გაესაუბროთ კომპანიების HR მენეჯერებს.

სამუშაოს მაძიებლებთან შეხვედრის დროს,  კომპანიის წარმომადგენლები ისაუბრებენ თუ რა შეთავაზებები და ვაკანსიები აქვთ, რა არის მათი კომპანიის, როგორც დამსაქმებლის კონკურენტული უპირატესობა, როგორ სამუშაო გარემოს სთავაზობენ დასაქმების მსურველებს. კანდიდატები კი მათთვის საინტერესი შეკითხვებს დაუსვამენ დამსაქმებლებს.

დასაქმების ფესტივალის უპირატესობები კანდიდატებისთვის:

  • გაიცნოთ კომპანიები და მათი პირობები;
  • გაესაუბროთ დამსაქმებლებს;
  • დასვათ თქვენთის საინტერესო კითხვები;
  • იპოვოთ სამსახური.

ღონისძიებაზე მოეწყობა “წარმატების კუთხე“, სადაც შეგეძლებათ მოისმინოთ სპიკერების გამოსვლები თემებზე: CV- ს შედგენა, გასაუბრება, წარმატება და მოტივაცია.

ღონისძიებაზე დასწრება შეუძლია ყველას, ვინც სამსახურს ეძებს.

მონაწილეობის მისაღებად საჭიროა რეგისტრაციის გავლა მითითებულ ბმულზე: https://forms.gle/nan7Qgy4zSmZFz417.

გთხოვთ მობრძანდით პირბადით და ღონისძიების ჩატარების ადგილზე დავიცვათ დისტანცია.

დასაქმების ფესტივალის შესახებ სიახლეებს მიიღებთ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით.

ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იქნება კომპანია WEBHR.GE, რომელიც მონაწილე კომპანიებს მიააწვდის ინფორმაციას თუ როგორ გავამარტივოთ რეკრუტინგის პროცესი მისი ფუნქციონალის დახმარებით.

ღონისძიების მხარდამჭერია გასტრონომი – პირველი “გურმე” მაღაზიათა ქსელი საქართველოში.

დასაქმების ფესტივალის პარტნიორები არიან: ბიაKing David და საერთო სამუშაო სივრცე KD4US.

მედია მხარდამჭერი: პალიტრა მედია ჰოლდინგი და რადიო იმედი.

« »
💙 2021 studentjob.ge