Tbilisi Jobs – მოდი დასაქმების ფესტივალზე და დასაქმდი “ზოდი პლიუსში”!

მოგესალმებით,

29 ივლისს 18:30 – 22:30 HR hub – ის და Studentjob.ge – ის ორგანიზებით თბილისში, დედაენის ბაღში დასაქმების ფესტივალი –Tbilisi Jobs ჩატარდება.

ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სამოცზე მეტი კომპანია აქტიური ვაკანსიებით.

ფესტივალი განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის და ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.

წარმოგიდგენთ დასაქემების ფესტივალში მონაწილე კომპანიას: ზოდი პლიუსში

კომპანიის შესახებ:

„ზოდი“ ქართულ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა. კომპანიის ძირითად მიმართულებას ინტერიერის და ექსტერიერის კარების, ბუნებრივი ქვების, სარემონტო–მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტს და რეალიზაციას, 2019 წლიდან, ადგილობრივი წარმოებაც დაემატა. ზოდის მრავალფეროვან ასორტიმენტში უმაღლესი ხარისხის ქართული ქვების გრანიტის, კირქვის და ბაზალტის შეძენაა შესაძლებელი.

ვაკანტური პოზიციები:

  • გაყიდვების კონსულტანტი.

აირჩიეთ დამსაქმებელი და დარეგისტრირდით დასაქმების ფესტივალზე!

დასაქმების ფესტივალის პარტნიორია ბია.

Tbilisi Jobs – ის მხარდამჭერია Gastronomeპირველი „გურმე“ მაღაზიათა ქსელი საქართველოში, რომელიც 2019 წელს შეიქმნა და დღეს უკვე თბილისის სხვადასხვა უბანში, 6 ფილიალითა და 2 რესტორნით არის წარმოდგენილი. კომპანია გთავაზობთ საუკეთესო სამუშაო პირობებსა და განვითარების პერსპექტივას. შეუერთდით Gastronome-ის გუნდს: vacancy@gastronome.ge

გისურვებთ წარმატებებეს!

« »
💙 2021 studentjob.ge