Tbilisi Jobs – მოდი დასაქმების ფესტივალზე და დასაქმდი „Wendy’s” და “Dunkin’ Donuts”!

მოგესალმებით,

29 ივლისს 18:30 – 22:30 HR hub – ის და Studentjob.ge – ის ორგანიზებით თბილისში, დედაენის ბაღში დასაქმების ფესტივალი –Tbilisi Jobs ჩატარდება.

ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სამოცზე მეტი კომპანია აქტიური ვაკანსიებით.

ფესტივალი განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის და ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.

წარმოგიდგენთ დასაქემების ფესტივალში მონაწილე კომპანიას:„Wendy’s” და “Dunkin’ Donuts”

ვენდის შესახებ:

ვენდი’ს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ამერიკული რესტორნების ქსელია, რომელიც მოიცავს 6,500-ზე მეტ ლიცენზირებულ რესტორანს შეერთებულ შტატებსა და 27 სხვა ქვეყანაში.  დაწვრილებითი ინფორმაცია ჩვენი კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვენდის ოფიციალურ ვებ გვერდზე: www.wendys.com.

დანკინის შესახებ:

როდესაც საქმე დონატებსა და ყავას ეხება, „დანკინ დონატსის“ ხარისხის დამარცხება ძალიან რთულია. ეს იმიტომ, რომ კომპანია ამ ბიზნესში 1950 წლიდან არის ჩართული, მას შემდეგ რაც ბილ როზენბერგმა პირველი რესტორანი გახსნა ქუინსში, მასაჩუსეტსის შტატი. დღეს კი დანკინ’ დონატსი ამაყობს, რომ არის მსოფლიოს წამყვანი კომპანია რესტორნების ინდუსტრიაში. დანკინ’ დონატსი მუდმივად გთავაზობთ საუკეთესო ხარისხის ყავას.

2014 წლის ოქტომბერში ხელი მოეწერა დანკინ’ დონატსის რესტორნების ქსელის განვითარების ხელშეკრულებას საქართველოში.  დანკინ’ დონატსი არის საერთაშორისო ბრენდი, რომლის ღირებულებები სრულ თანხვედრაში მოდის ვისოლ ჯგუფის ღირებულებებთან. ამ ბრენდის ვისოლ ჯგუფის პორტფოლიოში დამატება ხაზს გაუსვამს უპირველეს მიზანს: უმაღლესს ხარისხსი.

ჩვენი მიზანია ქართველ მომხმარებელს მივაწოდოს საკვების ინდუსტრიაში საუკეთესო ხარისხი, ადგილობრივ ბაზარზე  წარმოვადგინოთ მსოფლიო ლიდერი და ამაყად განვაგრძოთ დანკინ’ დონატსისა და მისი დამფუძნებლის ბილ როზენბერგის  მემკვიდრეობა.

ვაკანტური პოზიციები:

  1. სერვის კონსულტანტი ქრუ;
  2. სერვის კოსულტანტი ბარისტა;
  3. დიასახლისი;
  4. ბუღალტერი..

აირჩიეთ დამსაქმებელი და დარეგისტრირდით დასაქმების ფესტივალზე!

დასაქმების ფესტივალის პარტნიორია ბია.

Tbilisi Jobs – ის მხარდამჭერია Gastronomeპირველი „გურმე“ მაღაზიათა ქსელი საქართველოში, რომელიც 2019 წელს შეიქმნა და დღეს უკვე თბილისის სხვადასხვა უბანში, 6 ფილიალითა და 2 რესტორნით არის წარმოდგენილი. კომპანია გთავაზობთ საუკეთესო სამუშაო პირობებსა და განვითარების პერსპექტივას. შეუერთდით Gastronome-ის გუნდს: vacancy@gastronome.ge

გისურვებთ წარმატებებეს!

« »
💙 2021 studentjob.ge