Tbilisi Jobs – მოდი დასაქმების ფესტივალზე და დასაქმდი ვივო მედიქალში!

მოგესალმებით,

29 ივლისს 18:30 – 22:30 HR hub – ის და Studentjob.ge – ის ორგანიზებით თბილისში, დედაენის ბაღში დასაქმების ფესტივალი –Tbilisi Jobs ჩატარდება.

ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სამოცზე მეტი კომპანია აქტიური ვაკანსიებით.

ფესტივალი განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის და ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.

წარმოგიდგენთ დასაქემების ფესტივალში მონაწილე კომპანიას: ვივო მედიქალი

კომპანიის შესახებ:

შპს “ვივო მედიქალ ჯგუფი” აერთიანებს თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოს, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრს, ჟორდანიას სახელობის კლინიკაა და ინოვას.

2016 წელს სამედიცინო ცენტრების გაერთიანება“Vivo Medical Group” დაფუძნდა, რომელიც  აერთიანებს საქართველოს ბაზარზე არსებულ წამყვან  მულტრიპროფილურ ცენტრებს: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო , ჟორდანიას კლინიკა, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი, სამედიცინო ცენტრი ინოვა, ინოვა ინვიტრო.

„Vivo Medical Group”- ის მიზანია არსებული კლინიკებისა და მომსახურეობის მოდერნიზაცია , პაციენტზე მორგებული სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარება , მომსახურეობის ზრდა და მუდმივი მონიტორინგი. ამავდროულად ჯგუფის ამოცანაა მსოფლიო მედიცინაში არსებული  ინოვაციური მეთოდების ინტეგრაცია ჯგუფის წევრ კლინიკებში, დეფიციტური სამედიცინო სერვისების და სივრცის შექმნა.პაციენტზე ორიენტირებული მაქსიმალურად რაციონალიზებული , თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელებული სამედიცინო სერვისები , რომელთა ხარისხი სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ანალოგებთან .

ვაკანტური პოზიციები:

კონსულტანტი:

  1. კოორდინატორი – 4 ვაკანტური პოზიცია სხვადასხვა კლინიკაში (თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი, ჟორდანია-ჩიქოვანის კლინიკა) (500-600 ლარი ნეტი კლინიკის შესაბამისად);
  2. მითერი – 1 ვაკანტური პოზიცია ინოვას კლინიკაში (500 ლარი ნეტი);
  3. რეგისტრატორი მიმღები და გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტიში – 1 ვაკანტური პოზიცია (500 ლარი ნეტი).

აირჩიეთ დამსაქმებელი და დარეგისტრირდით დასაქმების ფესტივალზე!

დასაქმების ფესტივალის პარტნიორია ბია.

Tbilisi Jobs – ის მხარდამჭერია Gastronomeპირველი „გურმე“ მაღაზიათა ქსელი საქართველოში, რომელიც 2019 წელს შეიქმნა და დღეს უკვე თბილისის სხვადასხვა უბანში, 6 ფილიალითა და 2 რესტორნით არის წარმოდგენილი. კომპანია გთავაზობთ საუკეთესო სამუშაო პირობებსა და განვითარების პერსპექტივას. შეუერთდით Gastronome-ის გუნდს: vacancy@gastronome.ge

გისურვებთ წარმატებებეს!

« »
💙 2021 studentjob.ge