Tbilisi Jobs – მოდი დასაქმების ფესტივალზე და დასაქმდი “აკად. ფ. თოდუას სამედიიცინო ცენტრში”!

მოგესალმებით,

29 ივლისს 18:30 – 22:30 HR hub – ის და Studentjob.ge – ის ორგანიზებით თბილისში, დედაენის ბაღში დასაქმების ფესტივალი –Tbilisi Jobs ჩატარდება.

ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სამოცზე მეტი კომპანია აქტიური ვაკანსიებით.

ფესტივალი განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის და ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.

წარმოგიდგენთ დასაქემების ფესტივალში მონაწილე კომპანიას: აკად. ფ. თოდუას სამედიიცინო ცენტრი

კომპანიის შესახებ:

ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრი 1991 წელს აკადემიკოს ფრიდონ   თოდუას მიერ დაარსდა. მრავალპროფილური სამედიცინო   ცენტრი   დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური,   პროფესიონალი   ექიმებით, აღჭურვილია ულტრათანამედროვე   აპარატურით, ფლობს   მძლავრ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას და   გამორჩეულია მყუდრო,   კომფორტული გარემოთი. ფ. თოდუას     სამედიცინო ცენტრის   უპირატესობა საუკეთესო ექიმებისა და   უახლესი აპარატურის   კომბინაციაა. სწორედ ეს განაპირობებს  მოსახლეობის ნდობასა და  ერთგულებას.

ვაკანტური პოზიციები:

  • ექთანი (გინეკოლოგიის, კარდიოლოგიის, მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის, კომპიუტერული ტომოგრაფიისა და ქიმიოთერაპიის განყოფილებები) – სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-17:00; ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე;
  • ფლებოტომისტი – სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-17:00; ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე;
  • რენტგენ-ლაბორანტი – სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-17:00; ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე;
  • რეგისტრატორი – სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-17:00; ანაზღაურება – 640 ლარი;
  • სივრცის კონსულტანტი – სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-17:00; ანაზღაურება – 550 ლარი.

აირჩიეთ დამსაქმებელი და დარეგისტრირდით დასაქმების ფესტივალზე!

დასაქმების ფესტივალის პარტნიორია ბია.

Tbilisi Jobs – ის მხარდამჭერია Gastronomeპირველი „გურმე“ მაღაზიათა ქსელი საქართველოში, რომელიც 2019 წელს შეიქმნა და დღეს უკვე თბილისის სხვადასხვა უბანში, 6 ფილიალითა და 2 რესტორნით არის წარმოდგენილი. კომპანია გთავაზობთ საუკეთესო სამუშაო პირობებსა და განვითარების პერსპექტივას. შეუერთდით Gastronome-ის გუნდს: vacancy@gastronome.ge

გისურვებთ წარმატებებეს!

« »
💙 2021 studentjob.ge