Tbilisi Jobs – მოდი დასაქმების ფესტივალზე და დასაქმდი “ტელექსში”!

მოგესალმებით,

29 ივლისს 18:30 – 22:30 HR hub – ის და Studentjob.ge – ის ორგანიზებით თბილისში, დედაენის ბაღში დასაქმების ფესტივალი –Tbilisi Jobs ჩატარდება.

ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სამოცზე მეტი კომპანია აქტიური ვაკანსიებით.

ფესტივალი განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის და ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.

წარმოგიდგენთ დასაქემების ფესტივალში მონაწილე კომპანიას: ტელექსი

კომპანიის შესახებ:

„ტელექსი“ შეიქმნა საოცარი სიფრთხილითა და პატივისცემით ლიტერატურისადმი და უდიდესი სიყვარულით ამ ლიტერატურის ჭეშმარიტი დამფასებლებისათვის. ეს არის უსასრულო სამყარო, რომელიც ჩვენი აზრით აერთიანებს ყველას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

სწორედ ამიტომ ჩვენი სლოგანია – „სამყარო, რომელიც გვაერთიანებს“.

ვაკანტური პოზიციები:

  • ანაზღაურებადი სტაჟირება: მომხმარებელთან ურთიერთობის ოპერატორი;
  • ანაზღაურებადი სტაჟირება : შესყიდვების სპეციალისტი;
  • ანაზღაურებადი სტაჟირება ლოჯისტიკის ოპერატორი;
  • ანაზღაურებადი სტაჟირება: ლიტერატურული აგენტი;
  • ანაზღაურებადი სტაჟირება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი;
  • გაყიდვების გუნდის ლიდერი;
  • კურიერი;

აირჩიეთ დამსაქმებელი და დარეგისტრირდით დასაქმების ფესტივალზე!

დასაქმების ფესტივალის პარტნიორია ბია.

Tbilisi Jobs – ის მხარდამჭერია Gastronomeპირველი „გურმე“ მაღაზიათა ქსელი საქართველოში, რომელიც 2019 წელს შეიქმნა და დღეს უკვე თბილისის სხვადასხვა უბანში, 6 ფილიალითა და 2 რესტორნით არის წარმოდგენილი. კომპანია გთავაზობთ საუკეთესო სამუშაო პირობებსა და განვითარების პერსპექტივას. შეუერთდით Gastronome-ის გუნდს: vacancy@gastronome.ge

გისურვებთ წარმატებებეს!

« »
💙 2021 studentjob.ge