Tbilisi Jobs – მოდი დასაქმების ფესტივალზე და დასაქმდი -” თეგეტა მოტორსში”!

მოგესალმებით,

29 ივლისს 18:30 – 22:30 HR hub – ის და Studentjob.ge – ის ორგანიზებით თბილისში, დედაენის ბაღში დასაქმების ფესტივალი –Tbilisi Jobs ჩატარდება.

ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სამოცზე მეტი კომპანია აქტიური ვაკანსიებით.

ფესტივალი განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის და ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.

წარმოგიდგენთ დასაქემების ფესტივალში მონაწილე კომპანიას: თეგეტა მოტორსი

კომპანიის შესახებ:

თეგეტა მოტორსი 1995 წელს დაფუძნდა. თავდაპირველად ის ბაზარზე შპს „ავტოექსპორტის„ სახელით იყო წარმოდგენილი და მისი პირველი მაღაზია თბილისში, ვაჟა – ფშაველას გამზირზე მდებარეობდა. 2001 წლიდან ბაზარზე უკვე „თეგეტა მოტორსის“ სახელით ოპერირებს და დღეს უკვე ჰოლდინგის მასშტაბითაა წარმოდგენილი, რომელიც 26 შვილობილ კომპანიას აერთიანებს და ბაზრის ლიდერია ავტოიდნუსტრიაში არამარტო საქართველოში, არამედ მთელს ამიერკავკასიაში..

ჰოლდინგი ამიერკავკასიის მასშტაბით 26 ფილიალით არის წარმოდგენილი, მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია საქართველოს ყველა რეგიონში და აზერბაიჯანში.

თეგეტა – ეს არის ბიზნესის 25 წლიანი წარმატების  ისტორია, რომელიც  400 000 მდე საცალო, 4000 მდე საბითუმო და 35 000 მდე კორპორაციულ მომხმარებელს ავტოპროდუქტებისა და ავტოტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს სთავაზობს.

ვაკანტური პოზიციები:

აირჩიეთ დამსაქმებელი და დარეგისტრირდით დასაქმების ფესტივალზე!

დასაქმების ფესტივალის პარტნიორია ბია.

Tbilisi Jobs – ის მხარდამჭერია Gastronomeპირველი „გურმე“ მაღაზიათა ქსელი საქართველოში, რომელიც 2019 წელს შეიქმნა და დღეს უკვე თბილისის სხვადასხვა უბანში, 6 ფილიალითა და 2 რესტორნით არის წარმოდგენილი. კომპანია გთავაზობთ საუკეთესო სამუშაო პირობებსა და განვითარების პერსპექტივას. შეუერთდით Gastronome-ის გუნდს: vacancy@gastronome.ge

გისურვებთ წარმატებებეს!

« »
💙 2021 studentjob.ge