Tbilisi Jobs – მოდი დასაქმების ფესტივალზე და დასაქმდი ” მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალში”!

მოგესალმებით,

29 ივლისს 18:30 – 22:30 HR hub – ის და Studentjob.ge – ის ორგანიზებით თბილისში, დედაენის ბაღში დასაქმების ფესტივალი –Tbilisi Jobs ჩატარდება.

ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სამოცზე მეტი კომპანია აქტიური ვაკანსიებით.

ფესტივალი განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის და ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.

წარმოგიდგენთ დასაქემების ფესტივალში მონაწილე კომპანიას: მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალი

კომპანიის შესახებ:

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალი საქართველოში 2010 წლიდან ოპერირებს. კომპანია ბაზარზე წარმოდგენილია 18 ფილიალით საქართველოს 7 დიდ ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, გორში, ზუგდიდში, რუსთავსა და თელავში. სვის კაპიტალის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები მოიცავს როგორც სამომხმარებლო, ასევე მცირე და მიკრო ბიზნეს დაკრედიტებას.

ამჟამად, სვის კაპიტალი დაკომპლექტებულია 325 პროფესიონალით. არსებობის 11-წლიანი ისტორიის მანძილზე, კომპანიამ შეძლო მომხმარებლისა და პარტნიორების ნდობის მოპოვება. დღეს სვის კაპიტალი ასოცირდება სწრაფ და ხარისხიან, მომხმარებლის ინდივიდუალურ მოთხოვნაზე მორგებულ მომსახურებასთან. 

ვაკანტური პოზიციები:

  • უნივერსალური მოლარე-შემფასებელი;
  • შემხვედრი კონსულტანტი;
  • საცალო დაკრედიტების ოფიცერი;
  • ბიზნეს დაკრედიტების ოფიცერი;
  • სტაჟირების პროგრამები.

აირჩიეთ დამსაქმებელი და დარეგისტრირდით დასაქმების ფესტივალზე!

დასაქმების ფესტივალის პარტნიორია ბია.

Tbilisi Jobs – ის მხარდამჭერია Gastronomeპირველი „გურმე“ მაღაზიათა ქსელი საქართველოში, რომელიც 2019 წელს შეიქმნა და დღეს უკვე თბილისის სხვადასხვა უბანში, 6 ფილიალითა და 2 რესტორნით არის წარმოდგენილი. კომპანია გთავაზობთ საუკეთესო სამუშაო პირობებსა და განვითარების პერსპექტივას. შეუერთდით Gastronome-ის გუნდს: vacancy@gastronome.ge

გისურვებთ წარმატებებეს!

« »
💙 2021 studentjob.ge