Tbilisi Jobs – მოდი დასაქმების ფესტივალზე და დასაქმდი “Retail Group Georgia-ში”!

მოგესალმებით,

29 ივლისს 18:30 – 22:30 HR hub – ის და Studentjob.ge – ის ორგანიზებით თბილისში, დედაენის ბაღში დასაქმების ფესტივალი –Tbilisi Jobs ჩატარდება.

ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სამოცზე მეტი კომპანია აქტიური ვაკანსიებით.

ფესტივალი განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის და ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.

წარმოგიდგენთ დასაქემების ფესტივალში მონაწილე კომპანიას: Retail Group Georgia

კომპანიის შესახებ:

საერთაშორისო ჯგუფის – Alhokair-ის წევრი Retail Group Georgia 30-ზე მეტი ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის Zara, Massimo Dutti, Mango, Marks & Spencer, Bershka, Pull & Bear, Stradivarius , Kiko Milano,  Aldo, Oysho, Zara Home, U.S. Polo, CHARLES & KEITH, Sergent Major,  La Senza, Ipekyol, Monsoon და ა.შ.  დღესდღეობით კომპანია თბილისის მასშტაბით ფლობს 60-მდე მაღაზიას შემდეგ ლოკაციებზე: სითი მოლში საბურთალოზე, თბილისი მოლში, ისთ ფოინთსა და მერანი მოლში.

თუ მზად ხარ ახალი გამოწვევებისათვის, გაქვს სურვილი გაყიდვების მიმართულებით გაიღრმავო ცოდნა, მიიღო გამოცდილება საერთაშორისო კომპანიაში, ხარ მოტივირებული და კარიერულ ზრდაზე ორიენტირებული, გაინტერესებს მოდის სფერო, მაშინ შემოუერთდი ჩვენს დიდ და დინამიურ გუნდს!

ვაკანტური პოზიციები:

  • გაყიდვების წარმომადგენელი სრულ განაკვეთზე;
  • გაყიდვების წარმომადგენელი ნახევარ განაკვეთზე.

სამუშაო პირობები:

სრული განაკვეთი:

  • სამუშაო საათები: კვირაში 40 საათი.
  • ანაზღაურება:  მინიმუმ 570 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი

ნახევარი განაკვეთი:

  • სამუშაო საათები: კვირაში 20 საათი.
  • ანაზღაურება:  300 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი

აირჩიეთ დამსაქმებელი და დარეგისტრირდით დასაქმების ფესტივალზე!

დასაქმების ფესტივალის პარტნიორია ბია.

Tbilisi Jobs – ის მხარდამჭერია Gastronomeპირველი „გურმე“ მაღაზიათა ქსელი საქართველოში, რომელიც 2019 წელს შეიქმნა და დღეს უკვე თბილისის სხვადასხვა უბანში, 6 ფილიალითა და 2 რესტორნით არის წარმოდგენილი. კომპანია გთავაზობთ საუკეთესო სამუშაო პირობებსა და განვითარების პერსპექტივას. შეუერთდით Gastronome-ის გუნდს: vacancy@gastronome.ge

გისურვებთ წარმატებებეს!

« »
💙 2021 studentjob.ge