Tbilisi Jobs – მოდი დასაქმების ფესტივალზე და დასაქმდი -“Quantori Georgia-ში”!

მოგესალმებით,

29 ივლისს 18:30 – 22:30 HR hub – ის და Studentjob.ge – ის ორგანიზებით თბილისში, დედაენის ბაღში დასაქმების ფესტივალი –Tbilisi Jobs ჩატარდება.

ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სამოცზე მეტი კომპანია აქტიური ვაკანსიებით.

ფესტივალი განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის და ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.

წარმოგიდგენთ დასაქემების ფესტივალში მონაწილე კომპანიას: Quantori Georgia

კომპანიის შესახებ ინფორმაცია:

კომპანია Quantori არის ახალგაზრდა კომპანია ხანგრძლივი ისტორიით. ჩვენ გვაქვს 20 წელზე მეტი გამოცდილება ფარმაცევტული ინდუსტრიისთვის პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაში. Quantori გარდაქმნის ჯანდაცვის და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების (life sciences) სფეროს ციფრული ტექნოლოგიების მეშვეობით. ჩვენ ვამუშავებთ ინტელექტუალურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეხმარება ჩვენს პარტნიორებს მონაცემების საფუძველზე მიიღონ გადაწყვეტილებები, რაც ინოვაციურია მედიკამენტების წარმოებაში და აუმჯობესებს პაციენტის მოვლას.

ვაკანტური პოზიციები:

  • Mobile Developer (iOS, Android) Trainee/Junior/Middle;
  • Java, Python, Bioinformatics Trainee/Juniors/Middle;
  • QA Automation Engineer.

აირჩიეთ დამსაქმებელი და დარეგისტრირდით დასაქმების ფესტივალზე!

დასაქმების ფესტივალის პარტნიორია ბია.

Tbilisi Jobs – ის მხარდამჭერია Gastronomeპირველი „გურმე“ მაღაზიათა ქსელი საქართველოში, რომელიც 2019 წელს შეიქმნა და დღეს უკვე თბილისის სხვადასხვა უბანში, 6 ფილიალითა და 2 რესტორნით არის წარმოდგენილი. კომპანია გთავაზობთ საუკეთესო სამუშაო პირობებსა და განვითარების პერსპექტივას. შეუერთდით Gastronome-ის გუნდს: vacancy@gastronome.ge

გისურვებთ წარმატებებეს!

« »
💙 2021 studentjob.ge