Tbilisi Jobs – მოდი დასაქმების ფესტივალზე და დასაქმდი “პსპ ფარმაში”!

მოგესალმებით,

29 ივლისს 18:30 – 22:30 HR hub – ის და Studentjob.ge – ის ორგანიზებით თბილისში, დედაენის ბაღში დასაქმების ფესტივალი –Tbilisi Jobs ჩატარდება.

ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სამოცზე მეტი კომპანია აქტიური ვაკანსიებით.

ფესტივალი განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის და ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.

წარმოგიდგენთ დასაქემების ფესტივალში მონაწილე კომპანიას: პსპ ფარმა

კომპანიის შესახებ:

PSP 25 წელია ფუნქციონირებს საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე.კომპანიის სახელწოდება PSP, ლათინური გამონათქვამის “Paulatim Summa Petuntur” აბრევიატურას წარმოადგენს და ქართულად ნიშნავს “ნაბიჯ-ნაბიჯ მწვერვალისკენ”.PSP-ში პრიორიტეტული მიმართულებებია მედიკამენტების წარმოება ფარმაცევტული საწარმო GMP-ის ბაზაზე, ლიდერობა ადგილობრივ ბაზარზე და ექსპორტი, დისიტრიბუციის, სააფთიაქო ქსელის, საავადმყოფოების ქსელის და სადაზღვეო სექტორის განვითარება.

ვაკანტური პოზიციები:

  • კოსმეტიკის კონსულტანტი;
  • კოსმეტიკის კონსულტანის თანაშემწე;
  • ტექნიკური თანაშემწე;
  • უსფართხოების თანამშრომელი.

აირჩიეთ დამსაქმებელი და დარეგისტრირდით დასაქმების ფესტივალზე!

დასაქმების ფესტივალის პარტნიორია ბია.

Tbilisi Jobs – ის მხარდამჭერია Gastronomeპირველი „გურმე“ მაღაზიათა ქსელი საქართველოში, რომელიც 2019 წელს შეიქმნა და დღეს უკვე თბილისის სხვადასხვა უბანში, 6 ფილიალითა და 2 რესტორნით არის წარმოდგენილი. კომპანია გთავაზობთ საუკეთესო სამუშაო პირობებსა და განვითარების პერსპექტივას. შეუერთდით Gastronome-ის გუნდს: vacancy@gastronome.ge

გისურვებთ წარმატებებეს!

« »
💙 2021 studentjob.ge