Tbilisi Jobs – მოდი დასაქმების ფესტივალზე და დასაქმდი “მაგნიტში”!

მოგესალმებით,

29 ივლისს 18:30 – 22:30 HR hub – ის და Studentjob.ge – ის ორგანიზებით თბილისში, დედაენის ბაღში დასაქმების ფესტივალი –Tbilisi Jobs ჩატარდება.

ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სამოცზე მეტი კომპანია აქტიური ვაკანსიებით.

ფესტივალი განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის და ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.

წარმოგიდგენთ დასაქემების ფესტივალში მონაწილე კომპანიას: მაგნიტი

კომპანიის შესახებ:

სუპერმარკეტების ქსელი ”მაგნიტი” 2015 წლიდან ფუნქციონირებს. ჩვენი კომპანია პირველია, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა და დღესდღეობით, საქართველოს მასშტაბით 271 ფილიალს აერთიანებს.,,მაგნიტს’’ 2018-2020 წლებში მსხვილ საცალო მოთამაშეებს შორის, გაყიდვების მაჩვენებლით საცალო ბაზრის წილის ზრდის ყველაზე მაღალი ნიშნული აქვს.„მაგნიტი“ ყოველთვის საინტერესო შეთავაზებებით გამოირჩევა. სუპერმარკეტებში წარმოდგენილია მრავალფეროვანი, მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული ასორტიმენტი, მათ შორის ექსკლუზიური პროდუქტები.

ვაკანტური პოზიციები:

  • ადმინისტრატორი – 550 ლარი და ბონუსი;
  • მოლარე და კონსულტანტი 480 ლარი და ბონუსი;
  • საწყობის დამხმარე 420 ლარი;
  • დიასახლისი 320 ლარი.

აირჩიეთ დამსაქმებელი და დარეგისტრირდით დასაქმების ფესტივალზე!

დასაქმების ფესტივალის პარტნიორია ბია.

Tbilisi Jobs – ის მხარდამჭერია Gastronomeპირველი „გურმე“ მაღაზიათა ქსელი საქართველოში, რომელიც 2019 წელს შეიქმნა და დღეს უკვე თბილისის სხვადასხვა უბანში, 6 ფილიალითა და 2 რესტორნით არის წარმოდგენილი. კომპანია გთავაზობთ საუკეთესო სამუშაო პირობებსა და განვითარების პერსპექტივას. შეუერთდით Gastronome-ის გუნდს: vacancy@gastronome.ge

გისურვებთ წარმატებებეს!

« »
💙 2021 studentjob.ge