Tbilisi Jobs – მოდი დასაქმების ფესტივალზე და დასაქმდი ისი-პარის მაღაზიათა ქსელში!

მოგესალმებით,

29 ივლისს 18:30 – 22:30 HR hub – ის და Studentjob.ge – ის ორგანიზებით თბილისში, დედაენის ბაღში დასაქმების ფესტივალი –Tbilisi Jobs ჩატარდება.

ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სამოცზე მეტი კომპანია აქტიური ვაკანსიებით.

ფესტივალი განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის და ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.

წარმოგიდგენთ დასაქემების ფესტივალში მონაწილე კომპანიას: ისი-პარის მაღაზიათა ქსელი

კომპანიის შესახებ:

დღეს საქართველოს პარფიუმერიულ ბაზარზე  „ ისი პარის“ 18 მაღაზიაა. ჩვენი პრიორიტეტი – ხარისხი და მრავალფეროვნებაა ! მსოფლიო პარფიუმერიული სიახლეები ქსელში დროულად ჩნდება და მომხმარებლს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს  

კრემისფერისა და შავის კომბინაცია, თანამედროვე ლოგო და ნაცნობი წარწერა Ici Paris – უკვე კარგად იცის მომხმარებელმა. 1995 წელს, როცა ქვეყანა ეკონომიკური პრობლემების ქაოსში ცხოვრობდა, თბილისში ისი პარის პირველი მაღაზია გაიხსნა.

Ici Paris (ქართულად – აქ არის პარიზი) ეპატიჟება ყველას, ვისაც სურს პარფიუმერული სამყაროს რიტმს აჰყვეს, ყოველთვის ფორმაში იყოს და კიდევ უფრო მომხიბვლელად გამოიყურებოდეს. ყურადღებით დააკვირდით მაღაზიების განახლებულ ვიტრინებს და საპრეზენტაციო ზონებს, რომელნიც  პარფიუმერულ სიახლეებზე მიგითითებთ.

ვაკანტური პოზიციები:

  • სივრცის კონსულტანტი (მითერი) – 22 ვაკანსია, ხელფასი – 400 ლარი (დამატებით ბონუსი ყოველთვიურად), სამუშაო გრაფიკი – ცვლიანი სამუშაო – 10-15:30 (პირველი ცვლა), 15:30-21:00 საათი (მეორე ცვლა) , კვირაში 1 დღე დასვენება;
  • კონსულტანტი – 10 ვაკანსია (თბილისი), 4 ვაკანსია (თელავი), ხელფასი – 400 ლარი (დამატებით ბონუსი ყოველთვიურად), ხელფასი არის მზარდი კატეგორიის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე. სამუშაო გრაფიკი – ცვლიანი სამუშაო – 10-15:30 (პირველი ცვლა), 15:30-21:00 საათი (მეორე ცვლა) , კვირაში 1 დღე დასვენება;
  • მოლარე – 5 ვაკანსია (თბილისი), 2 ვაკანსია (თელავი) ძირითადი ხელფასი – 580 ლარი ძირითად ხელფასს ყოველთვიურად ემატება ბონუსი, რომელიც გამოითვლება მაღაზიის გაყიდვების მაჩვენებლით. სამუშაო გრაფიკი – ცვლიანი სამუშაო – 10-15:30 (პირველი ცვლა), 15:30-21:00 საათი (მეორე ცვლა) , კვირაში 1 დღე დასვენება;
  • სამედიცინო წარმომადგენელი პარაფარმაციის განყოფილებაში (სათავო ოფისი)- 2 ვაკანსია. სამუშაო გრაფიკი – 9:30 – 18:00 დასვენების დღეები – შაბათი და კვირა. ანაზღაურება –  ძირითადი ხელფასი –  750 ლარი 3 თვის განმავლობაში. 3 თვის შემდეგ ფიქსირებული ხელფასს ემატება ბონუსი. სრული შემოსავალი ბონუსის ჩათვლით 1000 -1400 ლარი.

აირჩიეთ დამსაქმებელი და დარეგისტრირდით დასაქმების ფესტივალზე!

დასაქმების ფესტივალის პარტნიორია ბია.

Tbilisi Jobs – ის მხარდამჭერია Gastronomeპირველი „გურმე“ მაღაზიათა ქსელი საქართველოში, რომელიც 2019 წელს შეიქმნა და დღეს უკვე თბილისის სხვადასხვა უბანში, 6 ფილიალითა და 2 რესტორნით არის წარმოდგენილი. კომპანია გთავაზობთ საუკეთესო სამუშაო პირობებსა და განვითარების პერსპექტივას. შეუერთდით Gastronome-ის გუნდს: vacancy@gastronome.ge

გისურვებთ წარმატებებეს!

« »
💙 2021 studentjob.ge