Tbilisi Jobs – მოდი დასაქმების ფესტივალზე და დასაქმდი “Gulf-ში”!

მოგესალმებით,

29 ივლისს 18:30 – 22:30 HR hub – ის და Studentjob.ge – ის ორგანიზებით თბილისში, დედაენის ბაღში დასაქმების ფესტივალი –Tbilisi Jobs ჩატარდება.

ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სამოცზე მეტი კომპანია აქტიური ვაკანსიებით.

ფესტივალი განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის და ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.

წარმოგიდგენთ დასაქემების ფესტივალში მონაწილე კომპანიას: სან პეტროლიუმ ჯორჯია Gulf

კომპანიის შესახებ:

Gulf Georgia ლიდერი ნავთობკომპანიაა ქართულ ბაზარზე, რომელიც საწვავის ხარისხითა და მომსახურების მაღალი დონით გამოირჩევა. 2010 წლის მარტიდან საქართველოში საერთაშორისო ბრენდს ოფიციალურად შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია” წარმოადგენს.

მსოფლიო ბრენდი 1901 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნდა. დღეისთვის Gulf Oil International უმაღლესი ხარისხის ნავთობპროდუქტების დისტრიბუციას 100-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს და ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა მსოფლიო ბაზარზე.

ვაკანტური პოზიციები:

  • მოლარე-კონსულტანტი;
  • კლიენტთა მომსახურების ოპერატორი (საწვავის ჩამსხმელი).

აირჩიეთ დამსაქმებელი და დარეგისტრირდით დასაქმების ფესტივალზე!

დასაქმების ფესტივალის პარტნიორია ბია.

Tbilisi Jobs – ის მხარდამჭერია Gastronomeპირველი „გურმე“ მაღაზიათა ქსელი საქართველოში, რომელიც 2019 წელს შეიქმნა და დღეს უკვე თბილისის სხვადასხვა უბანში, 6 ფილიალითა და 2 რესტორნით არის წარმოდგენილი. კომპანია გთავაზობთ საუკეთესო სამუშაო პირობებსა და განვითარების პერსპექტივას. შეუერთდით Gastronome-ის გუნდს: vacancy@gastronome.ge

გისურვებთ წარმატებებეს!

« »
💙 2021 studentjob.ge