Tbilisi Jobs – მოდი დასაქმების ფესტივალზე და დასაქმდი გრანთ თორნთონში!

მოგესალმებით,

29 ივლისს 18:30 – 22:30 HR hub – ის და Studentjob.ge – ის ორგანიზებით თბილისში, დედაენის ბაღში დასაქმების ფესტივალი –Tbilisi Jobs ჩატარდება.

ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სამოცზე მეტი კომპანია აქტიური ვაკანსიებით.

ფესტივალი განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის და ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.

წარმოგიდგენთ დასაქემების ფესტივალში მონაწილე კომპანიას: გრანთ თორნთონი

კომპანიის შესახებ:

გრანთ თორნთონი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი  აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების საერთაშორისო ქსელია. უკვე 100 წელზე მეტია გრანთ თორნთონი  ეხმარება დინამიურ ორგანიზაციებს საკუთარი სტრატეგიული ამბიციების განხორციელებაში. ქსელის  ფირმები საქმიანობენ 138 ქვეყანაში და მათში დასაქმებულია 58,000 ადამიანი.

ათასობით ორგანიზაცია იყენებს გრანთ თორნთონის აუდიტორულ, საგადასახადო და საკონსულტაციო მომსახურებას საქართველოში, ისევე როგორც მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

გრანთ თორნთონის სერვისები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

  • აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება
  • ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი
  • ბიზნეს-საკონსულტაციო და საშემფასებლო მომსახურება
  • საგადასახადო და იურიდიული სერვისები

ფირმა მხარს უჭერს თანამშრომლებს პროფესიულ განვითარებაში  და  კვალიფიკაციის ამაღლებაში.   მაგალითად ბუღალტერიასა და ფინანსებში – ACCA, CFA, CPA სერთიფიცირებაში და სხვა.

ვაკანტური პოზიციები:

  • აუდიტის ასისტენტი (AA3)
  • უფროსი აუდიტორი-სენიორი (AS)

აირჩიეთ დამსაქმებელი და დარეგისტრირდით დასაქმების ფესტივალზე!

დასაქმების ფესტივალის პარტნიორია ბია.

Tbilisi Jobs – ის მხარდამჭერია Gastronomeპირველი „გურმე“ მაღაზიათა ქსელი საქართველოში, რომელიც 2019 წელს შეიქმნა და დღეს უკვე თბილისის სხვადასხვა უბანში, 6 ფილიალითა და 2 რესტორნით არის წარმოდგენილი. კომპანია გთავაზობთ საუკეთესო სამუშაო პირობებსა და განვითარების პერსპექტივას. შეუერთდით Gastronome-ის გუნდს: vacancy@gastronome.ge

გისურვებთ წარმატებებეს!

« »
💙 2021 studentjob.ge