Tbilisi Jobs – მოდი დასაქმების ფესტივალზე და დასაქმდი გუდვილში!

მოგესალმებით,

29 ივლისს 18:30 – 22:30 HR hub – ის და Studentjob.ge – ის ორგანიზებით თბილისში, დედაენის ბაღში დასაქმების ფესტივალი –Tbilisi Jobs ჩატარდება.

ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სამოცზე მეტი კომპანია აქტიური ვაკანსიებით.

ფესტივალი განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის და ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.

წარმოგიდგენთ დასაქემების ფესტივალში მონაწილე კომპანიას: გუდვილი

კომპანიის შესახებ:

,,გუდვილი” – პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში.  გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი.

ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას.

ვაკანტური პოზიციები:

კონსულტანტი:

  • 6 საათიანი სამუშაო გრაფიკი
  • ანაზღაურება: 400 ლარი

მთავარი კონსულტანტი:

  • 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი
  • ანაზღაურება: 500 ლარი

სექციონერი:

  • 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი
  • ანაზღაურება: 600 ლარ

ონლაინ შეკვეთების კონსულტანტი:

  • 8სთ გრაფიკი
  • 450ლარი ანაზღაურება

მოლარე :

  • 6სთ გრაფიკი

საწყობის თანამშრომელი:  

  • 8სთ გრაფიკი
  • ანაზღაურება 500ლარიდან

რას გთავაზობს გუდვილი:

  • მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • სწრაფი  კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
  •  განვითარებას;
  •  მოქნილ  (სწავლაზე მორგებულ) სამუშაო გრაფიკს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  •  ფასდაკლებას გუდვილის ყველა ფილიალში;
  • ტრანსპორტირება უახლოეს მეტრომდე საღამოს ცვლაში;

ამისათვის საჭიროა:

  • სურვილი გახდეთ გუდვილის დიდი გუნდის წევრი
  • იყოთ ორგანიზებული
  • კომუნიკაბელური
  • იყო მოტივირებული

აირჩიეთ დამსაქმებელი და დარეგისტრირდით დასაქმების ფესტივალზე!

დასაქმების ფესტივალის პარტნიორია ბია.

Tbilisi Jobs – ის მხარდამჭერია Gastronomeპირველი „გურმე“ მაღაზიათა ქსელი საქართველოში, რომელიც 2019 წელს შეიქმნა და დღეს უკვე თბილისის სხვადასხვა უბანში, 6 ფილიალითა და 2 რესტორნით არის წარმოდგენილი. კომპანია გთავაზობთ საუკეთესო სამუშაო პირობებსა და განვითარების პერსპექტივას. შეუერთდით Gastronome-ის გუნდს: vacancy@gastronome.ge

გისურვებთ წარმატებებეს!

« »
💙 2021 studentjob.ge