Tbilisi Jobs – მოდი დასაქმების ფესტივალზე და დასაქმდი “GHS Consulting – ში”!

მოგესალმებით,

29 ივლისს 18:30 – 22:30 HR hub – ის და Studentjob.ge – ის ორგანიზებით თბილისში, დედაენის ბაღში დასაქმების ფესტივალი –Tbilisi Jobs ჩატარდება.

ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სამოცზე მეტი კომპანია აქტიური ვაკანსიებით.

ფესტივალი განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის და ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.

წარმოგიდგენთ დასაქემების ფესტივალში მონაწილე კომპანიას: GHS Consulting

კომპანიის შესახებ:

ინგლისურენოვანი ქოლ ცენტრი.

თანამედროვე ბიზნესში არსებული კორპორატიული კულტურის სახეებით  თუ განვსაზღვრავთ მაშინ GHS Consulting ,,ოჯახია’’. მოდელი, რომლის მეშვეობით შექმნილია თბილი, მეგობრული დამოკიდებულება, ხოლო უფროსები უფრო მეტად მრჩევლები არიან. ჩვენთან მთავარი ღირებულება ადამიანია (თანამშრომელი).

ვაკანტური პოზიციები:

  • Night Shift Customer Service Operator.

აირჩიეთ დამსაქმებელი და დარეგისტრირდით დასაქმების ფესტივალზე!

დასაქმების ფესტივალის პარტნიორია ბია.

Tbilisi Jobs – ის მხარდამჭერია Gastronomeპირველი „გურმე“ მაღაზიათა ქსელი საქართველოში, რომელიც 2019 წელს შეიქმნა და დღეს უკვე თბილისის სხვადასხვა უბანში, 6 ფილიალითა და 2 რესტორნით არის წარმოდგენილი. კომპანია გთავაზობთ საუკეთესო სამუშაო პირობებსა და განვითარების პერსპექტივას. შეუერთდით Gastronome-ის გუნდს: vacancy@gastronome.ge

გისურვებთ წარმატებებეს!

« »
💙 2021 studentjob.ge