Tbilisi Jobs – მოდი დასაქმების ფესტივალზე და დასაქმდი -“ფუნიკულიორის კომპლექსი”!

მოგესალმებით,

29 ივლისს 18:30 – 22:30 HR hub – ის და Studentjob.ge – ის ორგანიზებით თბილისში, დედაენის ბაღში დასაქმების ფესტივალი –Tbilisi Jobs ჩატარდება.

ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სამოცზე მეტი კომპანია აქტიური ვაკანსიებით.

ფესტივალი განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის და ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.

წარმოგიდგენთ დასაქემების ფესტივალში მონაწილე კომპანიას: ფუნიკულიორის კომპლექსი

კომპანიის შესახებ:

სახაბაზო „პური გულიანი“ – პური გულიანი უნიკალური კონცეფციის მქონე სახაბაზოა, სადაც ქართული ხორბლითა და რეგიონალური პროდუქტებით, ყოველდღიურად მზადდება ტრადიციული კერძების, გულსართიანი პურ-ფუნთუშეულის და მადისაღმძვრელი დესერტების თანამედროვე ვარიაციები.

საინტერესო გასტრონომიული სივრცე და გულთბილი შეხვედრების ადგილი, პური გულიანი, ნებისმიერი გემოვნების მქონე სტუმრისთვისაა გათვლილი საუზმის, სადილისა, თუ ვახშმისათვის.

ღია სამზარეულოსა და თანამედროვე ინტერიერის დეტალების წყალობით, აქ მოსულ ნებისმიერ სტუმარს შეეძლება თავად გახდეს კულინარიული პროცესის მონაწილე. თბილი პურ-ფუნთუშეულის თავბრუდამხვევი სურნელი, ვისთვის 

გასტრონომიული დუქანი „რიგი“ – ძველთბილისური ხასიათისა და გემოს შთაგონებით შექმნილი ბრედია, რომელიც თანამედროვე ყოფაში ორგანულად გაცოცხლდა და ყოველდღიური კვების გასტრონომილ

დუქნად მოევლინა ქალაქს.

ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველია – ჩვენი გასტრონომიული დუქანიც ახალი წამოწყებაა, იმ ღირებულებით რომელიც დუქანს, როგორც გასტრონომიული

გამოცდილებისა და ურთიერთობების ადგილს, ძველად ჰქონდა.

ვაკანტური პოზიციები:

  1. მიმტანი – საათობრივი ანაზღაურება 3,50 ლარი;
  2. რეზერვაციების კოორდინატორი – საათობრივი ანაზღაურება 3 ლარი;
  3. კონდიტერი – 800 ლარი;
  4. მზარეული – 800 ლარი;
  5. მცხობელი – 800 ლარი;
  6. მეხინკლე – 800 ლარი;
  7. მემწვადე – 800 ლარი;
  8. ხაჭაპურის მცხობელი – 800 ლარი;
  9. აჭარული ხაჭაპურის მცხობელი – 800 ლარი;
  10. ცივი და ცხელი კერძების მზარეული – 800 ლარი;
  11. ჭურჭლის მრეცხავი – 700 ლარი;
  12. დამლაგებელი – 600 ლარი.

აირჩიეთ დამსაქმებელი და დარეგისტრირდით დასაქმების ფესტივალზე!

დასაქმების ფესტივალის პარტნიორია ბია.

Tbilisi Jobs – ის მხარდამჭერია Gastronomeპირველი „გურმე“ მაღაზიათა ქსელი საქართველოში, რომელიც 2019 წელს შეიქმნა და დღეს უკვე თბილისის სხვადასხვა უბანში, 6 ფილიალითა და 2 რესტორნით არის წარმოდგენილი. კომპანია გთავაზობთ საუკეთესო სამუშაო პირობებსა და განვითარების პერსპექტივას. შეუერთდით Gastronome-ის გუნდს: vacancy@gastronome.ge

გისურვებთ წარმატებებეს!

« »
💙 2021 studentjob.ge