Tbilisi Jobs – მოდი დასაქმების ფესტივალზე და დასაქმდი “ევოლუშენ ჯორჯია”!

მოგესალმებით,

29 ივლისს 18:30 – 22:30 HR hub – ის და Studentjob.ge – ის ორგანიზებით თბილისში, დედაენის ბაღში დასაქმების ფესტივალი –Tbilisi Jobs ჩატარდება.

ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სამოცზე მეტი კომპანია აქტიური ვაკანსიებით.

ფესტივალი განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის და ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.

წარმოგიდგენთ დასაქემების ფესტივალში მონაწილე კომპანიას: ევოლუშენ ჯორჯია

კომპანიის შესახებ:

ევოლუშენი საერთაშორისო, დინამიური, ინოვაციური პროდუქტების, სერვისებისა და რაც მთავარია – ადამიანების კომპანიაა. ახალგაზრდული,მეგობრული და გუნდური ატმოსფერო არის ის, რაც ჩვენს კომპანიას გამოარჩევს. მსოფლიოს მასშტაბით ევოლუშენში 80-ზე მეტი ეროვნების ადამიანი მუშაობს – განსხვავებული მისწრაფებებით, გამოცდილებითა და კულტურით. ევოლუშენის, როგორც კომპანიის  როლი სწორედ ამ განსხვავებულობის პატივისცემა და დაფასებაა, რადგან სწორედ ეს ქმნის მთლიანობაში ჯაჭვს, სადაც თითოეული რგოლი მნიშვნელოვანია.

კომპანიაში გვჯერა, რომ კორპორატიულ კულტურას ის ადამიანები ქმნიან, ვინც ჩვენი გუნდის წევრები არიან და ამიტომ, ვეძებთ ევოლუშენერებს, რომლებსაც აქვთ გახსნილი, სხარტი გონება, მზად არიან, სწრაფად აუწყონ ფეხი განვითარებას, პატივს სცემენ და უსმენენ ერთმანეთს.

ვაკანტური პოზიციები:

  • ინგლისურენოვანი თამაშის წარმდგენი;
  • რუსულენოვანი თამაშის წარმდგენი;
  • თურქულენოვანი თამაშის წარმდგენი.

აირჩიეთ დამსაქმებელი და დარეგისტრირდით დასაქმების ფესტივალზე!

დასაქმების ფესტივალის პარტნიორია ბია.

Tbilisi Jobs – ის მხარდამჭერია Gastronomeპირველი „გურმე“ მაღაზიათა ქსელი საქართველოში, რომელიც 2019 წელს შეიქმნა და დღეს უკვე თბილისის სხვადასხვა უბანში, 6 ფილიალითა და 2 რესტორნით არის წარმოდგენილი. კომპანია გთავაზობთ საუკეთესო სამუშაო პირობებსა და განვითარების პერსპექტივას. შეუერთდით Gastronome-ის გუნდს: vacancy@gastronome.ge

გისურვებთ წარმატებებეს!

« »
💙 2021 studentjob.ge