Tbilisi Jobs – მოდი დასაქმების ფესტივალზე და დასაქმდი -“მისო ევროკრედიტში”!

მოგესალმებით,

29 ივლისს 18:30 – 22:30 HR hub – ის და Studentjob.ge – ის ორგანიზებით თბილისში, დედაენის ბაღში დასაქმების ფესტივალი –Tbilisi Jobs ჩატარდება.

ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სამოცზე მეტი კომპანია აქტიური ვაკანსიებით.

ფესტივალი განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის და ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.

წარმოგიდგენთ დასაქემების ფესტივალში მონაწილე კომპანიას: მისო ევროკრედიტი

კომპანიის შესახებ:

იყო ევროკრედიტის გუნდის წევრი ნიშნავს იყო მოტივირებული, გიყვარდეს შენი საქმე და აცნობიერებდე, რომ ბევრი ადამიანის მიზნების წარმატება სწორედ შენს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ ევროკრედიტში ურთიერთობები, ჩვენს მომხმარებლებთან დამოკიდებულებები და ზოგადად, ყველა პროცესი ემყარება მთავარ ღირებულებას – ბარიერების გარეშე!  სწორედ ბარიერების გარეშე მიდგომა განსაზღვრავს იმ სიმარტივეს, რაც გვაქვს ყველაფერში. იქნება ეს ურთიერთობა თანამშრომლებს შორის, მომხმარებლებთან მიმართებაში თუ პროცედურის მხრივ.

ვაკანტური პოზიციები:

  1. პრობლემური სესხების დისტანციურად მართვის სპეციალისტი
  2. ანაზღაურებადი სტაჟირება – მომსახურების ოფიცერი,  გაყიდვების და მომსახურების დეპარტამენტი თბილისი/რუსთავის ფილიალები.
  3. ანაზღაურებადი სტაჟირება-იურისტი,  სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება .

აირჩიეთ დამსაქმებელი და დარეგისტრირდით დასაქმების ფესტივალზე!

დასაქმების ფესტივალის პარტნიორია ბია.

Tbilisi Jobs – ის მხარდამჭერია Gastronomeპირველი „გურმე“ მაღაზიათა ქსელი საქართველოში, რომელიც 2019 წელს შეიქმნა და დღეს უკვე თბილისის სხვადასხვა უბანში, 6 ფილიალითა და 2 რესტორნით არის წარმოდგენილი. კომპანია გთავაზობთ საუკეთესო სამუშაო პირობებსა და განვითარების პერსპექტივას. შეუერთდით Gastronome-ის გუნდს: vacancy@gastronome.ge

გისურვებთ წარმატებებეს!

« »
💙 2021 studentjob.ge