Tbilisi Jobs – მოდი დასაქმების ფესტივალზე და დასაქმდი “აჭარა ჯგუფში”!

მოგესალმებით,

29 ივლისს 18:30 – 22:30 HR hub – ის და Studentjob.ge – ის ორგანიზებით თბილისში, დედაენის ბაღში დასაქმების ფესტივალი –Tbilisi Jobs ჩატარდება.

ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სამოცზე მეტი კომპანია აქტიური ვაკანსიებით.

ფესტივალი განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის და ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.

წარმოგიდგენთ დასაქემების ფესტივალში მონაწილე კომპანიას: აჭარა ჯგუფი

კომპანიის შესახებ:

აჭარა ჯგუფი წამყვანი ქართული კომპანიაა სტუმარმასპინძლობის, ცხოვრების სტილის განვითარებისა და აგროწარმოების სფეროებში. კომპანიამ მსოფლიო აღიარება მოიპოვა ე.წ. lifestyle ბრენდების განვითარებისა და მართვის პროცესში ტენდენციების დამამკვიდრებელი დაწესებულებებისა და სამეწარმეო პროექტების შექმნისთვის.

აჭარა ჯგუფის დაარსებული რესტორნები საერთაშორისო გასტრონომიულ ტალანტებსა და ადგილობრივ, ცოცხალ პროდუქტებს აერთიანებს.

ქვეყნის სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში ახალი სტანდარტების დაწესების გარდა, აჭარა ჯგუფი აღმოსავლეთ საქართველოში უმსხვილეს სასოფლო-სამეურნეო და ფერმერულ პროექტსაც ახორციელებს.

ვაკანტური პოზიციები:

  • მიმტანი;
  • მიმტანის დამხმარე;
  • ბარმენი;
  • ბარმენის დამხმარე;
  • უსაფრთხოების ოფიცერი;
  • დასუფთავების თანამშრომელი;
  • სამზარეულოს მრეცხავი;
  • რეგისტრატორი.

აირჩიეთ დამსაქმებელი და დარეგისტრირდით დასაქმების ფესტივალზე!

დასაქმების ფესტივალის პარტნიორია ბია.

Tbilisi Jobs – ის მხარდამჭერია Gastronomeპირველი „გურმე“ მაღაზიათა ქსელი საქართველოში, რომელიც 2019 წელს შეიქმნა და დღეს უკვე თბილისის სხვადასხვა უბანში, 6 ფილიალითა და 2 რესტორნით არის წარმოდგენილი. კომპანია გთავაზობთ საუკეთესო სამუშაო პირობებსა და განვითარების პერსპექტივას. შეუერთდით Gastronome-ის გუნდს: vacancy@gastronome.ge

გისურვებთ წარმატებებეს!

« »
💙 2021 studentjob.ge