PepsiCo წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან – “სოფლის ნობათი”, “Чудо”, “Домик в деревне” და “რჩეული”; წვენების კატეგორიიდან – “Sandora”, “Садочок”, “Фруктовый Сад”; სნეკების კატეგორიიდან – “Lays”, “Doritos”, “Хрус Team”; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან – “Pepsi”, “Mirinda”, “7Up”, “Aquafina”, “Lipton”.
PepsiCo უკვე ზედიზედ მეოთხე წელია სერთიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი – TOP Employer 2021 ევროპასა და საქართველოში, ხოლო წელს პირველად გახდა საუკეთესო დამსაქმებელი გლობალურად. ეს ტიტული კომპანიას ენიჭება პერსონალის მართვის გამორჩეული პრაქტიკების დანერგვისა და განხორციელებისათვის.
შექმენი შენი განვითარების გზა პეპსიკოში!
არ გაუშვა შანსი განვითარდე FMCG სფეროში და გაიგო როგორ იმართება ბიზნესი პეპსიკოში! გახდი PepsiCo GO სტაჟირების პროგრამის მონაწილე მარკეტინგის მიმართულებით და 1 წლის განმავლობაში ჩაერთე ყოველდღიურ საქმიანობაში, იმუშავე რეალურ პროექტებზე, გაიარე ტრენინგები სხვადასხვა უნარების განსავითარებლად და ჩამოყალიბდი პროფესიონალად საერთაშორისო გუნდთან ერთად!
მოკლე აღწერა:
მარკეტინგის დეპარტამენტი – არის ადგილი, სადაც ვმუშაობთ კომპანიის ლეგენდარული ბრენდების განსავითარებლად. არსებული პორტფელის და ახალი პროდუქტების განვითარება ბაზარზე, მარკეტინგული კამპანიების შემუშავება და განხორციელება, კონკურენტების ანალიზი – ეს ყველაფერი კომპანიას ეხმარება მოწინავე საბაზრო პოზიციების გამტკიცებასა და გაძლიერებაში.
რა ამოცანები დგას სტაჟიორის წინაშე:
პროგრამის დასრულების შემდეგ:
ვის ვეძებთ:
რას გთავაზობთ:
გაიარე რეგისტრაცია და მიიღე მონაწილეობა კონკურსში. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 20 ივნისი, 2021. PepsiCo GO პროგრამებზე შერჩევა წარიმართება ონლაინ ფორმატში.
გისურვებთ წარმატებებს!