“ვისოლ ჯგუფი” საქართველოში ამერიკული რესტორნების ქსელის – “ვენდი’ს” განვითარებას აგრძელებს და თქვენ საშუალება გეძლევათ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი!
საბოლოოდ შერჩეული კანდიდატები გაივლიან პროფესიულ გადამზადებას, გაეცნობიან “ვენდი’ს” კორპორატიულ კულტურას, მუშაობის სტანდარტებს და დაეუფლებიან პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.
მეტი ინფორმაცია “ვენდი’ს“ შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://www.wendys.ge/ge/wendys
ვაკანსია ცხადდება პოზიციაზე სერვისის კონსულტანტი (ქრიუ)
რატომ უნდა გახდე ვენდის გუნდის წევრი?
- ჩვენთან მუშაობა საინტერესო და სახალისოა
- ჩვენთან შეიძენ უამრავ მეგობარს
- გაიცნობ საინტერესო ადამიანებს, რომლებიც მოგცემენ საშუალებას ისწავლო, განვითარდე, დააგროვო სამუშაო გამოცდილება და მიიღო დიდი გამოწვევები
- ჩვენთან სამუშაო გამოცდილება არ არის მნიშვნელოვანი
- ჩვენთან ისწავლი ყველაზე გემრიელი ბურგერების და არა მარტო ბურგერების მომზადებას
- ჩვენი რესტორნის მენეჯერებმა თავის დროზე კარიერა დაიწყეს სერვისის კონსულტანტის პოზიციით, ახლა კი გაგიზიარებენ უდიდეს გამოცდილებას გუნდის მართვაში, ლიდერობაში, დროის მართვაში, მომხმრებელთან ურთიერთობაში
- ჩვენთან ღიმილი მთავარია
- ერთად უკეთესია და ერთად ვგულისმობთ შენთან ერთად
რას გთავაზობთ ჩვენ?
- სწავლას, განვითარებას, კარიერულ წინსვლას
- მეგობრულ სამუშაო გარემოს
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს – სწავლის და მუშაობის შეთავსება ჩვენთან შესაძლებელია
- თანამშრომლებისთვის 70%-მდე ფასდაკლება კვებაზე
- სტაბილურ შემოსავალს
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- საინტერესო პროექტებში მონაწილეობას
ვაკანსიის სანახავად მიყევით ბმულს: http://hr.wissolgroup.ge/vacancy/vacancy_list
დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 06 45 45 ან გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მეილზე career@wendys.ge