დაესწარი დასაქმების ონლაინ ფესტივალს, გაიცანი და გაეცანი კომპანია „თიბისი ფეი“ – იპოვე სამსახური!

მოგესალმებით,

1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ისა და World Vision საქართველოს  ორგანიზებით დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება.

ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ოცდაათამდე კომპანია და 200-მდე ვაკანსია როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

ფესტივალი განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის და ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.

წარმოგიდგენთ დასაქმების ონლაინ ფესტივალში მონაწილე კომპანიას: თიბისი ფეი

კომპანიის შესახებ:

კომპანია თიბისი ფეი უკვე 10 წელია მომენტალური გადახდების ბაზარზე მოღვაწეობს. ამ წლების განმავლობაში კომპანია ხვეწდა მომსახურებას და ნერგავდა ტექნიკურ სიახლეებს. 2015 წლიდან კომპანიამ შექმნა გადახდის ონლაინ პლატფორმა, რომელიც 2017 წელს მთლიანად განახლდა. თიბისი ფეის საშუალებით მომენტალური გადახდები დღეს ხელმისაწვდომია ყველგან და ყველასთვის.

აპარატების პარალელურად, განახლებული ონლაინ პლატფორმა რეგისტრირებულ მომხმარებელს უამრავ ახალ ფუნქციას სთავაზობს. tbcpay.ge ონლაინ პროდუქტია, რომელიც სხვადასხვა ბანკის ბარათის მიბმის საშუალებასთან ერთად, ინტერნეტ ბანკში არსებულ და უამრავ ახალ ონლაინ სერვისს ითავსებს.

ვაკანტური პოზიციები:

  • დაგეგმვისა და რეპორტინგის განყოფილებაში – სტაჟირება დაგეგმვისა და რეპორტინგის უმცროსი სპეციალისტის პოზიციზე;
  • პროგრამული განვითარების განყოფილებაში – სტაჟირება ჯუნიორ ბექ ენდ და ჯუნიორ ფრონტ-ენდ სპეციალისტის განხრით;
  • ქსელის განვითარების განყოფილებაში – სტაჟირება გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე;
  • ხარისხის უზრუნველყოფის განყოფილება – სტაჟირება ჯუნიორ ტესტერის პოზიციაზე;
  • ფინანსური განყოფილება – სტაჟირება;
  • კლიენტთა მომსახურების განყოფილება – სტაჟირება კლიენტთა მომსახურების სპეციალისტის და ციფრული არხების სპეციალისტის პოზიციებზე.

დარეგისტრირდით და იპოვეთ სამსახური დასაქმების ონლაინ ფესტივალზე!

ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ ადამიანს.

« »
© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge