დაესწარი დასაქმების ონლაინ ფესტივალს, გაიცანი და გაეცანი კომპანია“თიბისი დაზღვევას” – იპოვე სამსახური!

მოგესალმებით,

1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ისა და World Vision საქართველოს  ორგანიზებით დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება.

ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ოცდაათამდე კომპანია და 200-მდე ვაკანსია როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

ფესტივალი განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის და ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.

წარმოგიდგენთ დასაქმების ონლაინ ფესტივალში მონაწილე კომპანიას: თიბისი დაზღვევა

კომპანიის შესახებ:

თიბისი დაზღვევა თანამედროვე სადაზღვევო კომპანიაა. ჩვენი მიზანია ციფრული და ტექნოლოგიური მიდგომებით, დაზღვევა მარტივი და ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ.

ვაკანტური პოზიციები:

  • ფინანსური ანალიტიკოსი
  • მცირე და საშუალო ბიზნესის გაყიდვების მენეჯერი
  • სამედიცინო ქოლ-ცენტრის ოპერატორი
  • საოპერაციო მომსახურების ოფიცერი
  • სადაზღვევო აგენტი
  • გრაფიკული დიზაინერი
  • ანდერაიტერი

დარეგისტრირდით და იპოვეთ სამსახური დასაქმების ონლაინ ფესტივალზე!

ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ ადამიანს.

« »
© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge