დაესწარი დასაქმების ონლაინ ფესტივალს, გაიცანი და გაეცანი კომპანია“კროკობეთს” – იპოვე სამსახური!

მოგესალმებით,

1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ისა და World Vision საქართველოს  ორგანიზებით დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება.

ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ოცდაათამდე კომპანია და 200-მდე ვაკანსია როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

ფესტივალი განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის და ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.

წარმოგიდგენთ დასაქმების ონლაინ ფესტივალში მონაწილე კომპანიას: Crocobet.com

კომპანიის შესახებ:

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კროკობეთის გუნდს შემოუერთდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც იზიარებენ ჩვენს კორპორატიულ კულტურას, დამოკიდებულებებს, ღირებულბებს. ჩვენი ძირითადი ღირებულებებია გუნდურობა, (გუნდური სამუშაო გარემო), ჯანსაღი ურთიერთობები და მეგობრობა, ერთმანეთის პატივისცემა და ნდობა, გართობა, თავისუფლება, განვითარება და პროფესიონალიზმი.

ვაკანტური პოზიციები:

  • ციფრული მარკეტინგის მენეჯერი;
  • ქოლ ცენტრის ოპერატორი;
  • UX დიზაინერი;
  • QA Tester;
  • Front end (Mark up)  დეველოპერი;
  • გრაფიკული დიზაინერი;
  • ედვერთაიზერი.

დარეგისტრირდით და იპოვეთ სამსახური დასაქმების ონლაინ ფესტივალზე!

ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ ადამიანს.

« »
© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge