Full stack დეველოპერი – სითიქომი

დასახელება: გარე გაყიდვების აგენტი

მომწოდებელი: სითიქომი

გამოქვეყნდა: 18 იანვარი / ბოლო ვადა: 1 თებერვალი

კომპანია „სითიქომი “აცხადებს ვაკანსიას Full stack დეველოპერის პოზიციაზე თბილისში.

სითიქომი სწრაფად მზარდი ქართული კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2016 წლიდან გამოჩნდა. კომპანია შექმნილია ტექნოლოგიისა და მომსახურების სფეროში მაღალი გამოცდილების მქონე გუნდის მიერ. სითიქომის სისტემას ამხანაგობის მართვა ახალ, თანამედროვე და გამჭირვალე ეტაპზე გადაყავს. მისი მეშვეობით კორპუსის მაცხოვრებლები მუდმივად აკონტროლებენ როგორც საერთო ბალანსს, ისე მისი ხარჯვის მიზნობრიობას. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: (http://www.citycom.ge)

ჩვენ გთავაზობთ:

საინტერესო და გამოწვევებით სავსე სამუშაო გარემოს, მეგობრულ და პროფესიონალებისგან დაკომპლექტებულ გუნდის წევრებს, პროფესიულად განვითარების და ზრდის საშუალებას.


სამუშაო გრაფიკი: 5 დღიანი სამუშაო კვირა, ორშაბათი – პარასკევი 10:00-18:00

ძირითადი მოთხოვნები:


** Node.js;

** MySQL;

** MongoDB

** Angular /React;

** სასურველია Amazon Web Services-თან  მუშაობის გამოცდილება;

** უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებმაც იციან ალგორითმები და მონაცემთა     სტრუქტურები


ჩვენ ვეძებთ გუნდის წევრებს, რომლებსაც:

** შეუძლიათ პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა და განვითარება;

** არსებული პროდუქტების მოდიფიცირება;

*** კოდის დაგეგმვის, სტრუქტურიზაციის და არქიტექტურული შაბლონების გამოყენების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

 თუ თქვენ ხართ:

ორგანიზებული, დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებული, გაქვთ ანალიტიკური აზროვნების უნარი, შეგიძლიათ როგორც დამოუკიდებლად ასევე გუნდურად მუშაობა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@citycom.ge. სათაურის ველში “subject”-ში აუცილებლად მიუთითეთ – პოზიციის დასახელება.

დაკავშრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან!

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება  კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის CV გაუზიაროს მესამე პირ(-ებ)საც. დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ – 032 2 23 24 25

გისურვებთ წარმატებას!

« »
© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge