მოდი EXPO JOB – ზე, გაიცანი და გაეცანი კომპანია “ნოვას”

წარმოგიდგენთ EXPO JOB-ში მონაწილე კომპანიას: ნოვა

კომპანიის შესახებ:

ნოვას ისტორია  2006 წელს იწყება და პირველ ეტაპზე კომპანიის საქმიანობა სამშენებლო მასალების იმპორტით და რეალიზაციით შემოიფარგლებოდა.
2011 წლიდან კომპანიამ სამშენებლო მასალების წარმოების ხაზების განვითარება დაიწყო და ამ დროისთვის ნოვა 200-ზე მეტ ქართულ სამშენებლო-სარემონტო მასალას აწარმოებს…

ნოვას საწარმოო და სასაწყობე ინფრასტრუქტურა ქვეყნის ორ უმთავრეს ქალაქში, თბილისში და ბათუმშია წარმოდგენილი.

მაღალი კონკურენციის პირობებში, კომპანიის მიზანია, განვითარებული ინფრასტრუქტურით, მაღალკვალიფიციული თანამშრომლებით და გაუმჯობესებული სერვისებით უპასუხოს თანამედროვე გამოწვევებს და იტვირთოს მისია, რომლის ამოსავალია აწარმოოს უფრო მეტი ქართული პროდუქტი და  მომხმარებელს მაღალხარისხიანი სამშენებლო და სარემონტო მასალები შესთავაზოს…

ნოვა მსოფლიოში ცნობილი ბრენდების წარმომადგენელია საქრთველოში.  იმპორტირებული თუ წარმოებული პროდუქციის შეძენა ქვეყნის მასშტაბით პარტნიორ მაღაზიებში და ნოვას ორ საგამოფენო დარბაზშია შესაძლებელი, თბილისსა და ბათუმში, რომლებიც მალე განახლებული სერვისებით, ასორტიმენტით და შესაძლებლობებით დახვდება მომხმარებლებს.

ნოვა 2013 წლიდან  ISO 9001:2008 ხარისხის მენეჯმენტის სისტემის საერთაშორისო  სერთიფიკატის ხოლო 2017 წლიდან  ISO 9001:2015 განახლებული სტანდარტის მფლობელია. კომპანიაში ჯანსაღი სამუშაო პირობების შექმნისა და უბედური შემთხვევების, ტრამვებისგან და ავარიებისგან თავდაცვის მიზნით ინერგება შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების სტანდარტი  OHSAS 18001:2007.

ნოვას ტრენინგ ცენტრში, რომელიც საგანგებოდ თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად შეიქმნა, მუდმივად მიმდინარეობს ტრენინგები და ინსტრუქტაჟები.

ვაკანტური პოზიციები:

  1. გაყიდვების კონსულტანტი;
  2. საწყობის თანამშრომელი;
  3. ოფის მენეჯერი;
  4. სოციალური მედიის მენეჯერი;
  5. ქოლ-ცენტრის ოპერატორი.

დარეგისტრირდით!

გელოდებით, მოდით და გაეცანით კომპანიებს EXPO JOB – ზე!

« »
💙 2020 studentjob.ge