მოდი EXPO JOB – ზე, გაიცანი და გაეცანი კომპანია Global Beer Georgia – ს

წარმოგიდგენთ EXPO JOB-ში მონაწილე კომპანიას: Global Beer Georgia

კომპანიის შესახებ:

Global Beer Georgia ქართული ლუდის ბაზრის ახალი წამყვანი მოთამაშე ხდება და აქტიურ ოპერირებას 2017 წლიდან დაიწყებს. კომპანია თავად წარმართვას სრულს პროცესს, რაც გულისხმობს: ლუდის წარმოებას, მარკეტინგსა და დისტრიბუციას. GBG როგორც ჰეინეკენის ოფიციალური პარტნიორი რეგიონში, მიზნად ადგილობრივი ლუდის ინდუსტრიისა და კულტურის ახალ საფეხურზე აყვანას ისახავს.
ამ დინამიურ და სწარაფ განვითარებად სფეროში, სწორი პოზიციონირება და დაგეგმვა, ბიზნესის წარმატების მთავარი წინაპირობაა. ჩვენი წარმატება დიდწილადაა დამოკიდებული პროფესიონალთა იმ გუნდზე, რომელიც GBG-ში არის გაერთიანებული. ჩვენ გვჯერა ჩვენი გუნდის და ყოველთვის მზად ვართ ის ახალი ენერგიით შევავსოთ – სწორედ ეს შეიძლება გახდეს თქვენი შანსი.
თუ სურვილი გაქვთ თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოში ლუდის ინდუსტრიის განვითარებაში, მობრძანდით ჩვენს სტენდთნ EXPO JOB _ ზე!

ვაკანტური პოზიციები:

  1. სასაწყობე მეურნეობის მენეჯერი;
  2. რეალიზაციის ოპერატორი;
  3. გაყიდვების სისტემების სპეციალისტი;
  4. სავაჭრო წარმომადგენელი;
  5. დოკუმენტბრუნვის სპეციალისტი;
  6. სასიროფეს ოპერატორი;
  7. წარმოების ოპერატორი;
  8. საწყობის მუშაკი;
  9. ავტოპარკის სპეციალისტი.

დარეგისტრირდით!

გელოდებით, მოდით და გაეცანით კომპანიებს EXPO JOB – ზე!

« »
💙 2020 studentjob.ge