მოდი EXPO JOB – ზე, გაიცანი და გაეცანი კომპანია საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკას!

HR hub-ის და www.studentjob.ge – ის ორგანიზებით, 28 და 29 თებერვალს, ექსპოჯორჯიაში (118 წერეთლის გამზირი, თბილისი) 10:00სთ-დან – 19:00სთ-მდე EXPO JOB – ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი გაიმართება.

წარმოგიდგენთ EXPO JOB-ში მონაწილე კომპანიას: საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა

კომპანიის შესახებ:

წარმოგიდგენთ ჩვენი ჯგუფის რებრენდინგის შედეგებს და ახალ სახელს:
• ჯიდიელ – შპს „საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა”
• GDL – Georgia Distribution and Logistics LLC.
👉 კომპანიის მუდმივი ზრდისა და საქმიანობის გაფართოებიდან გამომდინარე, დადგა მისი რებრენდინგის საჭიროება – სასმელი პროდუქტების დისტრიბუციასთან, გაყიდვასთან და მარკეტინგულ მხარდაჭერასთან ერთად, ამიერიდან კომპანია ლოგისტიკურ მომსახურებასაც განახორციელებს.✌️
👉 ამასთან, კვლავ ვაგრძელებთ გაფართოებას და სამომავლოდ კიდევ მრავალ სიახლეს შემოგთავაზებთ!
ამჟამად GDL-ის (ყოფილი თელიანი თრეიდინგი) პორტფელში დაახლოებით 30-მდე პროდუქტია, რომლის ექსკლუზიურ გაყიდვას და ბრენდის განვითარებას კომპანია საქართველოს მაშტაბით 12 წელზე მეტია ახორციელებს . მათ შორისაა: თელიანი ველი, ბაგრატიონი, Macallan, Lavazza, კამპა, Medoff, Sobieski და სხვა.

ვაკანტური პოზიცია:

1. ოპერატორი;
2. სავაჭრო წარმომადგენელი;
3. მერჩენდაიზერი;
4. ფინანსური ანალიტიკოსი;
5. სტაჟირება იურიდიულ დეპარტამენტში

კომპანია დასაქმების ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება მხოლოდ 28 თებერვალს.

დარეგისტრირდით!

გელოდებით, მოდით და გაეცანით კომპანიებს EXPO JOB – ზე!

« »
💙 2020 studentjob.ge