მოდი EXPO JOB – ზე, გაიცანი და გაეცანი კომპანია „ფრესკოს”

წარმოგიდგენთ EXPO JOB-ში მონაწილე კომპანიას: ფრესკო

კომპანიის შესახებ:

კომპანია ფრესკო 2012 წელს დაარსდა და დღეისთვის 8 სუპერმარკეტს ფლობს თბილისის სხვადასხვა რაიონში.

ვაკანტური პოზიციები:

  1. დღის/ღამის მოლარე (მომხმარებლის სწრაფი, ხარისხიანი და თავაზიანი მომსახურება; მომხმარებელთან ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება, კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად;)
  2. დღის/ღამის/ხაზის კონსულტანტი (კონსულტაციის გაწევა პროდუქციის ადგილმდებარეობის, ასორტიმენტისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ; მომხმარებლის სწრაფი, ხარისხიანი და თავაზიანი მომსახურება; სექციაში წესრიგისა და სისუფთავის დაცვა;)
  3. მერჩენდაიზერი (საწყობიდან პროდუქციის გამოტანა და სექციაში პლანოგრამის მიხედვით განლაგება; • პოდუქციის ნაშთის, ფასმაჩვენებლისა და ვადების კონტროლი, როგორც დარბაზში ასევე საწყობში;)
  4. უსაფრთხოების თანამშრომელი (სუპერმარკეტის ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველყოფა; სამეთვალყურეო კამერების მონიტორინგი;).

დარეგისტრირდით!

გელოდებით, მოდით და გაეცანით კომპანიებს EXPO JOB – ზე!

« »
💙 2020 studentjob.ge