მოდი EXPO JOB – ზე, გაიცანი და გაეცანი კომპანია “ექსპო ჯორჯია”

წარმოგიდგენთ EXPO JOB-ში მონაწილე კომპანიას: ექსპო ჯორჯია

კომპანიის შესახებ:

„ექსპო ჯორჯია” ერთადერთი საგამოფენო ცენტრია საქართველოში და აგრეთვე ერთ – ერთი წამყვანი ცენტრი კავკასიის რეგიონში. კომპანია ორგანიზებას უწევს გამოფენებს, სხვადასხვა სახის კონფერენციებს, კონგრესებსა და ღონისძიებებს. საგამოფენო ცენტრის ისტორია 1958 წელს იწყება.  1994-1998 წლებში მოხდა ორგანიზაციის პრივატიზაცია და კომპანია გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად. განახლდა ინფრასტრუქტურა.

„ექსპო ჯორჯია”-ს დაეკისრა მნიშვნელოვანი როლი – ერთის მხრივ უცხოური კაპიტალის მოზიდვა საქართველოში და მეორე მხრივ ქართული ბიზნესისთვის საერთაშორისო ბაზრების გახსნა. წლების განმავლობაში, „ექსპო ჯორჯია”-ს ღონისძიებები გადაწყვეტილების მიმღებთათვის გახდა შესანიშნავი პლატფორმა ახალი პროდუქტების შესაფასებლად, კონტაქტების დასამყარებლად, მომწოდებლებთან ურთიერთობების გასაფართოვებლად და შესყიდვების განსახორციელებლად. ბევრი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია მიიჩნევს „ექსპო ჯორჯია”-ს საიმედო პარტნიორად და მნიშვნელოვან მოკავშირედ ბიზნეს ურთიერთობების დამყარებისა და განვითარებისთვის.

ამჟამამდ „ექსპო ჯორჯია” ორგანიზებას უკეთებს 12 საერთაშორისო გამოფენას და  მრავალ ღონისძიებას.

ვაკანტური პოზიციები:

  1. მარკეტინგის მენეჯერი;
  2. გაყიდვების მენეჯერი.

დარეგისტრირდით!

გელოდებით, მოდით და გაეცანით კომპანიებს EXPO JOB – ზე!

« »
💙 2020 studentjob.ge