მოდი EXPO JOB – ზე, გაიცანი და გაეცანი კომპანია “ციტადელი”

წარმოგიდგენთ EXPO JOB-ში მონაწილე კომპანიას: ციტადელი

კომპანიის შესახებ:

ციტადელის ისტორია 2011 წლიდან იწყება. დაარსების დღიდან კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სამშენებლო მასალების ბაზარზე.
დღეისათვის, ციტადელი როგორც სამშენებლო მასალების, ისე ტექნიკის
იმპორტიორი კომპანიაა. ციტადელის პრიორიტეტია პროდუქციის ფართო ასორტიმენტი და მაღალი ხარისხი. სწორედ ამიტომ, კომპანია თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა: ,,Rockwool“, ,,Sveza“, ,,Peri”, ,,Icopal“, ,,Isover“, ,,Liebherr”, „GocmakSan” ,,Baumak”, ,,Syply”, ,,kreisel”, ,,Paroc”, ,,Kronospan”, ,,Saint-Gobein”, “Bosch” და სხვა.
ციტადელი მომხმარებელს სთავაზობს შემდეგ სამშენებლო მასალებს: საყალიბე სისტემები, მეტალი, ჰიდროიზოლაცია, თერმო და ხმის იზოლაცია, ფანერები/ფილები და სამშენებლო ტექნიკა. მოცემული პროდუქცია სრულად აკმაყოფილებს სამშენებლო სფეროში დადგენილ და მოქმედ სტანდარტებს.

ვაკანტური პოზიციები:

  1. სამშენებლო მასალების საგამოფენო დარბაზის “შოურუმის” გაყიდვების კონსულტანტ;
  2. სამშენებლო მაღაზიის გაყიდვების კონსულტანტი;
  3. კორპორატიული გაყიდვების განყოფილების სტაჟიორი;
  4. გაყიდვების სტაჟიორი დისტრიბუციის მიმართულებით;
  5. კოშკურა ამწის ოპერატორი;
  6. კოშკურა ამწის ოპერატორის სტაჟიორი;
  7. ელექტროინჟინერი;
  8. ინჟინერ-მშენებელი;
  9. საინჟინრო განყოფილების სტაჟიორი;
  10. იმპორტის მენეჯერი;
  11. შესყიდვების განყოფილების სტაჟიორი;
  12. ლოგისტიკის მენეჯერი.

დარეგისტრირდით!

გელოდებით, მოდით და გაეცანით კომპანიებს EXPO JOB – ზე!

« »
💙 2020 studentjob.ge