მოდი EXPO JOB – ზე, გაიცანი და გაეცანი კომპანია Bene Group – ს

წარმოგიდგენთ EXPO JOB-ში მონაწილე კომპანიას: Bene Group

კომპანიის შესახებ:

საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია ბენე ჯგუფი მომხმარებლებს სთავაზობს ექსკლუზიურ ლოჯისტიკურ მომსახურებას საუკეთესო პირობებით. გამოცდილება და მჭიდრო საერთაშორისო ურთიერთობები გვაძლევს საშუალებას კომპანიებს შევთავაზოთ ყველაზე სწრაფი, კომფორტული, ხარისხიანი და უსაფრთხო მომსახურება გადაზიდვების სფეროში.

მომხმარებელთან ინდივიდუალური მიდგომა და პროფესიონალიზმი გვეხმარება ყველა ლოჯისტიკური მიზნის მიღწევაში, შედეგად პასუხისმებლობას ვიღებთ შევასრულოთ ნებისმიერი სირთულის გადაზიდვა.

2017 წლიდან ბენე ჯგუფმა დაიწყო ახალი პროექტი “Bene Exclusive”, რომელიც მომხმარებლებს მერსედეს-ბენცის, ტოიოტას და ლექსუსის ფირმის უახლესი ავტომობილებით გადაადგილების სერვისს სთავაზობს.

მისია

ინოვაციური, სანდო , მაღალი ხარისხისა და სწრაფი ლოჯისტიკური სერვისის შეთავაზებით წვლილი შევიტანოთ ქვეყნის სავაჭრო ეკონომიკის განვითარებაში.

ხედვა

ვიყოთ ყველაზე სანდო ლოჯისტიკური კომპანია საქართველოში

ვაკანტური პოზიციები:

  1. კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი;
  2. ლოჯისტიკის მენეჯერი საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით.

დარეგისტრირდით!

გელოდებით, მოდით და გაეცანით კომპანიებს EXPO JOB – ზე!

« »
💙 2020 studentjob.ge