მოდი EXPO JOB – ზე, გაიცანი და გაეცანი კომპანია „ფინანსური ბიუროს”

წარმოგიდგენთ EXPO JOB-ში მონაწილე კომპანიას: ფინანსური ბიურო

კომპანიის შესახებ:

ფინანსური ბიურო 2015 წელს გამოცდილი მმართველი გუნდის მიერ დაარსდა. ჩვენი კომპანია ბაზარზე არსებულ მსხვილ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და ბანკებს მრავალი წელია ემსახურება. კომპანია მოვალეებსა და საფინანსო ორგანიზაციებს შორის შუამავლის როლს ასრულებს, მართავს პრობლემურ აქტივებს და სთავაზობს სრულ იურიდიულ მომსახურებას.
ფინანსური ბიურო ახორციელებს ინვესტირებას აქტივების ყიდვის მიმართულებით. კომპანიის მიზანი გამჭვირვალობა და კანონის ფარგლებში მოქმედებაა. მისი რეპუტაცია კი მაღალი სტანდარტებით არის განპირობებული.

ვაკანტური პოზიციები:

  1. ვადაგადაცილებული სესხის მართვის ოფიცერი,
  2. სტაჟიორ-იურისტი.

დარეგისტრირდით!

გელოდებით, მოდით და გაეცანით კომპანიებს EXPO JOB – ზე!

« »
💙 2020 studentjob.ge