ახალციხე ჯობს: SPAR

წარმოგიდგენთ ,,ახალციხე ჯობს”-ში მონაწილე კომპანიას: SPAR

კომპანიის შესახებ:

საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი “SPAR”, რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12 500–ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს 48 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

“SPAR”-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული – მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

ვაკანსიების პოზიციების დასახელებები, რომლებსაც წარმოადგენს კომპანია ფესტივალზე “ჩვენ გეძებთ შენ” ახალციხესა და ბათუმში:

  1. მოლარე-კონსულტანტი;
  2. დარბაზის ადმინისტრატორი;
  3. მცხობელი;
  4. მზარეული;
  5. დამლაგებელი;
  6. მეთონე

დასაქმების ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით: https://goo.gl/D1cLa7

შეგახსენებთ  Studentjob.ge-ისა და HR hub-ის ორგანიზებით,  რეგიონული დასაქმების ფესტივალი „ჩვენ გეძებთ შენ“   ტარდება. პროექტი ხორციელდება საქართველოს უნივერსიტეტის მხარდაჭერით.

ახალციხე ჯობს 21 სექტემბერს რაბათის ციხეში 13:00-15:00 გაიმართება.

ღონისძიება მიზნად ისახავს სამსახურის მაძიებლებისა  და დამსაქმებლების დაკავშირებასა და დასაქმებაში ხელშეწყობას.

ჩვენ გვჯერა თქენი წარმატების!

« »
💙 2020 studentjob.ge
Share via
Copy link
Powered by Social Snap