ახალციხე ჯობს: ვითიბი ბანკი

წარმოგიდგენთ ,,ახალციხე ჯობს”-ში მონაწილე კომპანიას:  ვითიბი ბანკი

კომპანიის შესახებ:

სს “ვითიბი ბანკი ჯორჯია” არის კომერციული ბანკი, VTB Group-ის წევრი. ფილიალების ქსელი შედგება 37 გაყიდვის წერტილისგან და მოიცავს საქართველოს უმეტეს რეგიონს. პერსონალის შერჩევა “ვითიბი ბანკ ჯორჯიაში” გამჭვირვალე პროცესია. ორიენტირებული ვართ ახალგაზრდა, პერსპექტიული, ენერგიული და ნიჭიერი კადრების დასაქმებაზე, პერსონალის განვითარებასა და მაღალი დონის პროფესიონალებად ჩამოყალიბებაზე.

ვაკანსიების პოზიციების დასახელებები, რომლებსაც წარმოადგენს კომპანია ფესტივალზე “ჩვენ გეძებთ შენ” ახალციხესა და ბათუმში:

  1. ახალციხე – საინფორმაციო ოფიცერი (1),
  2. განვადების მენეჯერი (3)
  3. ბათუმი – საცალო დაკრედიტების მენეჯერი(1),
  4. საინფორმაციო ოფიცერი (2),
  5. განვადების მენეჯერი (4)

დასაქმების ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით: https://goo.gl/D1cLa7

შეგახსენებთ  Studentjob.ge-ისა და HR hub-ის ორგანიზებით,  რეგიონული დასაქმების ფესტივალი „ჩვენ გეძებთ შენ“   ტარდება. პროექტი ხორციელდება საქართველოს უნივერსიტეტის მხარდაჭერით.

ახალციხე ჯობს 21 სექტემბერს რაბათის ციხეში 13:00-15:00 გაიმართება.

ღონისძიება მიზნად ისახავს სამსახურის მაძიებლებისა  და დამსაქმებლების დაკავშირებასა და დასაქმებაში ხელშეწყობას.

ჩვენ გვჯერა თქენი წარმატების!

« »
💙 2020 studentjob.ge