ზუგდიდი ჯობს: ელემენტ კონსტრაქშენი

წარმოგიდგენთ ,,ზუგდიდი ჯობს”-ში მონაწილე კომპანიას: შპს ელემენტ კონსტრაქშენი

კომპანიის შესახებ: სამშენებლო კომპანია ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ 2007 წელს დაარსდა. კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება არის სანდოობის, საიმედოობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის გარანტი.

„ელემენტ კონსტრაქშენი“ სთავაზობს თავიანთ მომხმარებლებს გონივრულ, ოპტიმალურ და თანამედროვე გადაწყვეტილებებს მშენებლობის დაგეგმვის, მართვისა და შესრულების კუთხით. დღეს კომპანია მომხმარებლებს სამშენებლო მომსახურების სრულ პაკეტს სთავაზობს.

ვაკანსიების პოზიციების დასახელებები, რომლებსაც წარმოადგენს კომპანია ფესტივალზე “ჩვენ გეძებთ შენ” საქართველოს სხვადასხვა რეგიონში:

  1. მშენებლობის მენეჯერი
  2. მშენებლობის ინჟინერი
  3. გაყიდვების მენეჯერი

ზუგდიდის დასაქმების ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით: https://goo.gl/D1cLa7

შეგახსენებთ  Studentjob.ge-ისა და HR hub-ის ორგანიზებით,  რეგიონული დასაქმების ფესტივალი „ჩვენ გეძებთ შენ“   ტარდება. პროექტი ხორციელდება საქართველოს უნივერსიტეტის და კრედო ბანკის მხარდაჭერით.

ზუგდიდი ჯობს/Zugdidi Jobs – 25 ივლისს, 19:00სთ-ზე,  დადიანების სასახლის ეზოში, ზუგდიდის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის მერაბ ქვარაიას ბიუროსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია /City Hall of Zugdidi Municipality-ის მხარდაჭერით ჩატარდება. ღონისძიება მიზნად ისახავს სამსახურის მაძიებლებისა  და დამსაქმებლების დაკავშირებასა და დასაქმებაში ხელშეწყობას.

ჩვენ გვჯერა თქენი წარმატების!

« »
💙 2020 studentjob.ge