გაზაფხულის ღონისძიება HR hub-ში – 8 აპრილი

 8 აპრილს  HR hub – ის გაზაფხულის ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებას 3 მენტორი ეყოლება და მას Georgios Ranch უმასპინძლებს. დასწრება შესაძლებელია მხოლოდ წევრებისათვის.
 
მოწვეული მენტორები იქნებიან:
 
1. ხათუნა ჩხაიძე – EFES საქართველო, სს  ლომისი HR დირექტორი
თემა: Performance Managemen-შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემა და მისი გავლენა ხელფასებსა და ბონუსებზე
 
2. მალხაზ სხირტლაძე – კომპანია HT Solutions -ის დირექტორი
თემა: თანამედროვე ტექნოლოგიები HR-ში
 
3. იგორ სმოლიანკინი – IT ექსპერტი და სპიკერი
თემა: Smart Technologies for a Smarter HR-ში
 
HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით.
HR hub – ის ღონისძიებებზე კლუბის წევრები ეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე ხდება კრეატიული იდეების გაზიარება.
შეხვედრა გაიმართება 8 აპრილს 12:00, თბილისთან ახლოს, “Georgios Ranch“-ში.
HR hub-ის გაზაფხულის ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერია HT Solutions.
ჩვენ შევეცდებით საინტერესო დღე შევქმნათ თქვენთვის!
გელოდებით!
 
« »
💙 2020 studentjob.ge
Share via
Copy link
Powered by Social Snap