Monthly Archives: January 2017

რა სიურპრიზი გაუკეთა HR hub-ის წევრს მეუღლემ და რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს HR Reborn-თან?

მარიამ თათხაშვილი HR hub-ის წევრია მისი დაარსების დღიდან. ის სულ რამდენიმე თვის წინ დაოჯახდა. მისი რჩეული საბა ვეკუაა, რომელიც დაგვიკავშირდა და მეუღლისთვის სიურპრიზის გაკეთება გადაწყვიტა.  საბა იყო პირველი, ვინც HR Reborn-ის ბილეთი შეიძინა. სანამ ბილეთების ოფიციალური გაყიდვები დაიწყებოდა საბამ გვთხოვა, რომ ძალიან ეჩქარებოდა, ვინაიდან მარიამის დაბადების დღისთვის უნდა მოესწრო მისი შეძენა. გადავწყვიტეთ ეს სახალისო ისტორია თქვენთვისაც გაგვეზიარებინა. ჩვენ დავუკავშირდით მარიამს და საბას და სიურპრიზთან ერთად მათი სიყვარულის ამბავსაც მოგიყვებით.   საბა რატომ გადაწყვიტე მარიამისთვის დაბადების დღეზე საჩუქრად HR Reborn-ზე დასასწრები ბილეთი გეჩუქებინა ? მეც და მარიამიც საპიოსექსუალები ვართ - ჩვენთვის ყველაზე მიმზიდველი პარტნიორის გონებრივი შესაძლებლობებია. გონებას კი ყოველთვის ესაჭიროება ახალი გამოწვევები და სავარჯიშოები, რათა შეინარჩუნოს ფორმა და კიდევ უფრო დაიხვეწოს. მარიამისთვის თავისი ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოვლენისა და გამოცდის საყვარელი ასპარეზი მისი პროფესიაა, რომლის გარეშეც ის მგონი არავის მის გარშემო არ წარმოუდგენია. ყველაფრის გათვალისწინებით ვიცოდი, რომ ვერაფრით გავახარებდი მარიამს ისე ძალიან, როგორც ამ საჩუქრით და ვერაფერს მოვახდენდი უკეთესს, ვიდრე მის კიდევ უფრო დახვეწილ და განვითარებულ გონებრივ და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს. რა ვითარებაში გადაეცი საჩუქარი ? საჩუქარი გადავეცი მარიამის…

Read More

რა სიურპრიზი გაუკეთა HR hub-ის წევრს მეუღლემ და რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს HR Reborn-თან?

მარიამ თათხაშვილი HR hub-ის წევრია მისი დაარსების დღიდან. ის სულ რამდენიმე თვის წინ დაოჯახდა. მისი რჩეული საბა ვეკუაა, რომელიც დაგვიკავშირდა და მეუღლისთვის სიურპრიზის…

Read More

HR Reborn – ინოვაციური HR ღონისძიება

HR hub - ის ორგანიზებით, 2017 წლის 1 – 2 მარტს, თბილისში, კავკასიაში ყველაზე ინოვაციური HR ღონისძიება HR Reborn  ტექნოპარკში გაიმართება. 2 დღიან ტრენინგს  Google-ის ტრენერი Chris Perks და  Gamification-ის საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელი  Pete Jenkins ჩაატარებენ. საუბარი…

Read More

31 იანვარს, HR hub-ის სეზონის მეორე ღონისძიება გაიმართება

"მე ამაყი ვარ ჩემი ბიჭებით“ მილტონ ჰეიგი   31 იანვარს  HR hub – ი  ოფიციალური წევრებისათვის ამ სეზონის  რიგით მეორე შეხვედრას სასტუმრო "ციტრუსში"  გამართავს. ღონისძიებას 1  მენტორი ეყოლება და ის არც მეტი არც ნაკლები, საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგია.  დასწრება შესაძლებელია მხოლოდ წევრებისათვის. "მე ამაყივარ ჩემი ბიჭებით და ქართული რაგბით და იმით, რომ 4.5 მილიონი ადამიანია ბედნიერი ჩვენი  გამარჯვებებით. „ - განაცხადა მილტონ ჰეიგმა. თემა: Ways To Build High  Performance Team ახალ ზელანდიელი მილტონ ჰეიგი საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2011 წელს დაინიშნა. საქართველოს რაგბში გაწეული ღვაწლისთვის მინიჭებული აქვს სპორტის რაინდის წოდება. მისი სამწვრთნელო კარიერა 1991 წელს დაიწყო. 2009-2011 წლებში -იყო "მანუკაუ სტილერსის" მთავარი მწვრთნელი და რაგბის განვითარების ხელმძღვანელი. მას აქ ასისტენტობას უწევდა მსოფლიოს რაგბის ლეგენდა ტანა უმაგა. 2016 წელს, უცხოურმა გამოცემამ punditarena.com-მა „ბორჯღალოსანთა“ თავკაცი მსოფლიო რაგბის ათ საუკეთესო მწვრთნელს შორის დაასახელა. აი, რას წერს ვებ-გვერდი მასზე: "შესაძლოა აქამდე მის შესახებ ბევრი არაფერი გცოდნოდათ თუ ახალი ზელანდიიდან არ ხართ. მაგრამ სწორედ მილტონ ჰეიგმა გახადა საქართველოს ნაკრები კონკურენტუნარიანი ნებისმიერ მეტოქესთან დაპირისპირებაში.“ მილტონ ჰეიგს გუნდის მართვის…

Read More

💙 2020 studentjob.ge