Sales MBA – უპრეცედენტო პროექტი გაყიდვების სფეროთი დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის

Sales MBA
Sales MBA  – შანსი უფასოდ ისწავლო და წამყვან კომპანიებში დასაქმდე. ეს ინოვაციური პროექტი International Sales Institute-ის მიერ განხორციელდება. პროექტის ოფიციალური მხარდამჭერია სტუდენტური დასაქმების პორტალი studentjob.ge

 

პროექტის შესახებ:

International Sales Institute ახალგაზრდებს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს. ისინი   გაყიდვების სფეროში საუკეთესო  ტრენინგებს უფასოდ გაივლიან და თან  წარმატებულ ქართულ კოპანიებში დასაქმდებიან.

25 წლამდე 17 ახალგაზრდა კონკურსის შედეგად შეირჩევა. კონკურსი სამ ეტაპიანია. სწავლა მხოლოდ კვირა დღეს იქნება. მონაწილეეები კომპანიებში გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვასა და განხორციელებაში რეალურად ჩაერთვებიან. სწავლა 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება. კონკურსში მონაწილეობა რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვისაც იქნება შესაძლებელი, რადგან ინსტიტუტის პარტნიორ დამსაქმებელთა შორის ისეთი კომპანიაცაა, რომელიც სწორედ რეგიონში ეძებს საჭირო კადრებს.

 

რა კურსებს გაივლიან პროექტის მონაწილეები?

კურსის ფარგლებში დაგეგმილია ტრენინგები და სემინარები ადამიანებთან კომუნიკაციის, საცალო, სატელეფონო და კორპორატიული გაყიდვების, გაყიდვების მენეჯმენტსა და სადისტრიბუციო გაყიდვების მართვაში.

 

ვინ იქნებიან ტრენერები?

პროექტის ფარგლებში ტრენინგებს ცენტრის დამფუძნებელი და ტრენერი, დავით ჩიკვაიძე, ISI-ის პარტნიორი ტრენერი დინა ბრაცლავსკაია და კიდევ რამდენიმე მოწვეული პრაქტიკოსი გაყიდვების სპეციალისტი ჩაატარებენ. ტრენინგები ძირითადად ქართულ ენაზე წარიმართება. თუმცა კურსზე იქნება ერთი ინგლისურენოვანი საგანიც “ბიზნეს ინგლისური გაყიდვებისათვის”.

 

რომელი კომპანიები იღებენ მონაწილეობას პროექტში?

შთამბეჭდავია სია იმ კომპანიებისა, სადაც მსმენელებს დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ. ეს კომპანიებია: “ალდაგი,” ” ლივინგსტონი,” ” პალიტრამედია,” “ორიენტ ლოჯიკი,” ” საგა, “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრისტალი, ” “ჯიარსი, ” “ჯი დი ჰოლდინგი,” “ინსტა,” “მოგო. რაც მთავარია International Sales Institute მსმენელებს დასაქმების შანსს აძლევს.

 

როგორ ხდება შერჩევა და რა ვადებში?
პროექტი Sales MBA, 4 თვეში ერთხელ მიიღებს სტუდენტების ახალ ნაკადს და დამსაქმებელთა სიაც განახლდება.
რეზიუმეების მიღება 5 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ამ პროექტში მონაწილეობის მსურველებმა თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შეგიძლიათ გააგზავნოთ მეილზე info@isi.ge

 

« »
💙 2020 studentjob.ge