29 სექტემბერს ტექნოპარკში IT დასაქმების ფორუმი გაიმართება

14440674_1069218469852719_2159701705996010954_n

 

29 სექტემბერს 14:00 საათზე ტექნოპარკში ,  IT დასაქმების ფორუმი გაიმართება  (ინოვაციების ქ. #7, ოქროყანა). ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე კომპანიებსა და სპეციალისტებს შორის კომუნიკაციის დამყარებას, ამ გზით ადგილობრივი კომპანიების ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო უკვე მეორე წელია ახორციელებს სხვადასხვა პროგრამებს ქვეყანაში IT სპეციალისტების რაოდენობის ზრდისთვის. უკვე განხორციელდა ,,ტრენერთა ტრენინგების” 2 ეტაპი, რომლის ფარგლებშიც 132 მონაწილე 9 მიმართულებით გადამზადდა. გარდა ამისა, ზემოაღნიშნული ტრენერების მიერ უკვე მომზადდა 1000-მდე დამწყები სპეციალისტი.

სწორედ სააგენტოს პროგრამებში ჩართული IT სპეციალისტები მიიღებენ მონაწილეობას “IT დასაქმების ფორუმში”, რაც კარგი საშუალება იქნება ადგილობრივი კომპანიებისათვის ნიჭიერი ახალგაზრდა სპეციალისტების მოსაძიებლად.

IT დასაქმების ფორუმი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ პირველად იმართება და ყოველწლიურ სახეს მიიღებს.

თითოეულ მონაწილე კომპანიას მიეცემა საშუალება, მოაწყოს საკუთარი სტენდი ღონისძიების სივრცეში. თითოეულ კომპანიას გამოეყოფა 1 მაგიდა და 2 სკამი. კომპანიას აქვს უფლება ორგანიზატორებთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, სურვილისამებრ მოაწყოს საკუთარი სივრცე.

მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: goo.gl/uejwlK

სპეციალისტებისთვის:

“IT დასაქმების ფორუმში” მონაწილეობას მიიღებს საქართველოში მოღვაწე წამყვანი IT კომპანიები , რაც კარგი საშუალება იქნება დამწყები სპეციალისტებისათვის მათთვის საინტერესო კომპანიებთან ურთიერთობის დასამყარებლად.

თითოეულ მონაწილე კომპანიას საშუალება ექნება გაესაუბროს კომპანიის წარმომადგენლებს და მიაწოდოს ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ.

მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: goo.gl/ATTe4N

Studentjob.ge მხარს უჭერს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ამ სასარგბლო და საინტერესო ინიციატივას.

გელოდებით ტექნოპარკში ინოვაციების ქუჩაზე #7!

 

« »
💙 2020 studentjob.ge
Share via
Copy link
Powered by Social Snap