მომავლის HR hub – ურთიერთობის ახალი ეტაპი

HR hub განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. 22 ოქტომბერს, ჰაბის სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართება, სადაც საუბარი იქნება HR hub-ის ახალ მიმართულებებსა და პროექტებზე.

HR hub-ის ღონისძიებები ყოველთვის დიდი ინტერესით სარგებლობს.  ინოვაციური, მუდმივად განახლებადი და საინტერესო – ეს ჰაბის კონცეფციის მთავარი საფუძველია. გავითვალისწინეთ HR hub-ის წევრების ყველა თხოვნა. შესაბამისად დავსახეთ ახალი მიზნები და მათი განხორციელების გზები.

პრეზენტაციაზე თქვენ მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას HR hub-ის  გეგმების შესახებ. თქვენ გაიგებთ რას უნდა ელოდოთ ჩვენგან. აქ დაიბადება ბევრი ახალი იდეა და შეიქმნება ინოვაციური მიდგომები და პროექტები HR სფეროში.

ჩვენი მიზანია, HR hub იყოს ერთგვარი სამუშაო პლატფორმა, სადაც საქართველოში HR სფეროს ყველა  წარმომადგენელი ერთიანდება.

დაარსებიდან 1 წლის შემდეგ, HR hub წევრების წინაშე, ახალი იდეებით წარსდგება. სანამ HR hub – ის ღონიესძიებების ახალ სეზონს დავიწყებთ შევაჯამებთ განვლილ 1 წელს და სიახლეებზე ვისაუბრებთ. ჩვენ ვცდილობთ განვავითაროთ ეს სფერო და შევქმნათ ახალი შესაძლებლობები ჰაბის ყველა წევრისთვის.

ჩვენ ერთად ვქმნით HR hub -ს.

22 ოქტომბერს ტექნოპარკი  HR hub – ის პრეზენტაციას  უმასპინძლებს! ღონისძიებაზე დასწრება მხოლოდ HR hub – ის ოფიციალური წევრებისთვის და მოწვეული სტუმრებისთვისა იქნება  შესაძლებელი.

მაშ ასე, გველოდება საინტერესო, მეგობრული, პროფესიული სასიამოვნო  შეხვდრა, სიახლეები, სიურპრიზები და კარგი განწყობა. ძალიან მალე შევხვდებით!

ინოვაციური ჰაბი HR პროფესიონალებისთვის – მომავლის HR hub თქვენთან შესახვედრად ემზადება.

მობრძანდით პრეზენტაციაზე, იყავით HR  სფეროს  მოვლენების ცენტრში.

ჩვენ შესახებ: goo.gl/v9h4uZ

სიყვარულით

HR hub – ის გუნდი

« »
💙 2020 studentjob.ge
Share via
Copy link
Powered by Social Snap