ჩემი პროფესია პრაქტიკაში – ქართველი მენეჯერის წარმატება ლონდონში

14 ivnisiStudentjob.ge-ის პროექტის “ჩემი პროფესია პრაქტიკაში” მეხუთე შეხვედრა 14 ივნისს  გაიმართება და სპიკერი კი ლონდონში მოღვაწე ქართველი მენეჯერი ნანა სარაჯიშვილი  იქნება.

ნანა სარაჯიშვილი გახლავთ (მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობ კომპანია Chevron-ის ფასების (ტარიფების) განმსაზღვრელი მენეჯერი ევროპაში, შუა მდინარეთსა და აფრიკაში.

სწავლობდა – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე 1991-1996 წლებში.

სწავლის დასრულების შემდეგ გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამების შესასწავლად New York Institute of Business Technology 1998-2001წწ. დამთავრებისთანავე სწავლა გააგრძელა დიდ ბრიტანეთში University of East London ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრატურაზე (MBA) საერთაშორისო ბიზნესის განხრით.
ამასთანავე, პარალელულად მუშაობდა ლონდონში HERTZ CORPORATION ფასების (ტარიფების) განმსაზღვრელ ანალიტიკოსად ევროპაში.

2011 წლიდან კი, მუშაობს (EMEA) Chevron –ში. Chevron Corporation არის ამერიკელი მრავალეროვნული ენერგეტიკული კორპორაცია. სათაო ოფისი მდებარეობს სან რამონ, კალიფორნიაში და წარმოდგენელია 180-ზე მეტ ქვეყანაში. Chevron არის ჩართული ნავთობის, ბუნებრივი აირისა და გეოთერმული ენერგიის მრეწველობის, მათ შორის ნახშირწყალბადების მოპოვებისა და წარმოების, გადამუშავების, ელექტროენერგიის, ქიმიკატების წარმოების და გაყიდვების ყველა ასპექტში.

მაშ ასე:
რა არის მისი წარმატების ფორმულა?
რა უნარები, ცოდნა, გამოცდილება და კომპეტენცია დასჭირდა მის პროფესიაში წარმატების მისაღწევად?

გაიგეთ მეტი თქვენი პროფესიის პრაქტიკული მხარეების შესახებ!
– – – – – – –
შეხვედრებზე დასწრება სარეგისტრაციო ფორმის შევსებით იქნება შესაძლებელი: http://bit.ly/1Zzfret
ღონისძიების ჩატარების ადგილი: „წიგნის სახლი ბახტრიონზე“ – ბახტრიონის 11ბ

“ჩემი პროფესია პრაქტიკაში”:

პირველი შეხვედრა –  TBC ბანკის ვიცეპრეზიდენტი დავით წიკლაური:  http://goo.gl/agFycR

მეორე  შეხვედრა – ეროვნული ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერი – გიორგი იაშვილი:http://goo.gl/DmAao7

მესამე შეხვედრა: ადვოკატი დიმიტრი გაბუნია: http://goo.gl/QexDcm

მეოთხე შეხვედრა: გოჩა რატიანი, დაზვერვის სამსახური: http://goo.gl/VIknYj

#ჩემიპროფესიაპრქტიკაში

გელოდებით!

« »
💙 2020 studentjob.ge
Share via
Copy link
Powered by Social Snap