გახდი HR hub – ის ოფიციალური წევრი! აპლიკაციების მიღება დაიწყო!

11900032_1461489877511341_4096319684078062146_nHR hub – ში ახალი ნაკადის რეგისტრაცია 17 ივნისს დაიწყო, 12:00 გამოქვეყნდა სარეგისტრაციო ლინკი და ყველა მსურველი შეძლებს დარეგისტრირდეს. რეგისტრაცია დასრულდება 30  ივნისს 12:00.

HR hub – ში მოხვედრის ერთადერთი გზა აპლიკაციის შევსებაა. აპლიკაციებს განიხილავს ჟიური და წევრების შერჩევა ამ ფორმით ხდება.

კლუბის შექმნის მიზანი HR  სპეციალისტებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა  და გამოცდილების, რეალური ქეისების  გაზიარებაა.

HR hub ეს არის საინტერესო, პროფესიული, მეგობრული, სასიამოვნო შეხვედრების ადგილი HR პრაქტიკოსებისთვის.
HR hub- ის წევრებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით. ისინი გაეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე ხდება კრეატიული იდეების გაზიარება  და დისკუსია HR სფეროში აქტუალურ საკითხებზე.

11751750_1435476346779361_5844059717368892748_nთუ გსურთ გახდეთ HR hub-ის წევრი უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ კრიტერიუმებს:
** ნამდვილად უნდა გაინტერესებდეთ ადამიანური რესურსების სფერო/მუშაობდეთ ამ მიმართულებით;
** იყოთ მოტივირებულები შეცვალოთ HR გარემო საქართველოში და დანერგოთ სიახლეები;

აპლიკაციის მეშვეობით შეირჩევა კლუბის საუკეთესო წევრები, რომლებსაც დავუკავშირდებით. მხოლოდ კლუბის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა დაესწრონ HR hub-ის ღონისძიებებს. სადაც დასწრება ფასიანი იქნება. თანხა მთლიანად ღონისძიებების ორგანიზებას და კლუბის განვითარებას მოხმარდ ება.

HR hub – ში წევრების მიღება უფასოა.

შეავსეთ აპლიკაცია: https://goo.gl/gHsRxu

HR hub – ის ღონისძიებებზე გაიგეთ მეტი სიახლე, გაიცანით კოლეგები, გაუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილება და საინტერესოდ გაატარეთ რამდენიმე საათი.

წინ კიდევ ბევრი საინტერესო ღონისძიება გველის!
თუ გსურთ გაიგოთ მეტი HR hub – ის ღონისძიებების შესახებ გადადით ლინკზე:
7. HR hub – ის რიგით მეშვიდე ღონისძიება – http://goo.gl/VDfbgK
6. HR hub – ის რიგით მეექვსე ღონისძიება – http://goo.gl/kMwc52
5. HR hub – ის რიგით მეხუთე ღონისძიება – http://goo.gl/UiIkcS
4. HR hub – ის რიგით მეოთხე ღონისძიება – http://goo.gl/FiJC6j
3. HR hub – ის რიგით მესამე ღონისძიება – http://goo.gl/558pSi
2. HR hub – ის რიგით მეორე ღონისძიება – http://goo.gl/XL2Wwl
1. HR hub – ის პირველი ღონისძიება – http://goo.gl/pYlxDg
« »
💙 2020 studentjob.ge
Share via
Copy link
Powered by Social Snap