Monthly Archives: June 2016

სოფო ჭუმბურიძე – BAT – გლობალური პროექტები და წარმატებული ქეისები კავკასიაში

9 ივლისს HR hub – ის რიგით მერვე ოფიციალური ღონისძიებაა. HR hub – ში გვეყოლება მენტორები, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის ამზადებენ საპრეზენტაციო თემებს. გარდა ამისა, იქნება კლუბის წევრებს შორის იდეების გაზიარება, ნეთვორქინგი და კიდევ ბევრი სხვა სიურპრიზი … HR hub – ის შეხვედრა ამჯერად თბილისში, სასტუმრო "ციტრუსში"  – ში გაიმართება. მაშ ასე, გაიცანით HR Hub – ის მერვე ღონისძიების მეორე მენტორი: სოფო ჭუმბურიძე თემა: BAT – გლობალური პროექტები და წარმატებული ქეისები კავკასიაში. სოფო ჭუმბურიძე საერთშორისო კომპანის British American Tobacco - ს HR დეპარტამენტის ხელმძღვანელია კავკასიასა და მოლდოვაში. სოფო HR hub - ის ღონისძიებაზე ისაუბრებს BAT - ის გლობალური პრაქტიკისა და პლატფორმის შესახებ და წარმოადგენს წარმატებულ ქეისებს კავკკასიის რეგიონში. სოფო ჭუმბურიძე  გამოცდილებითა და საინტერესო ქეისებით ემზადება თქვენთან შესახვედრად და HR hub – ის რიგით მერვე ღონისძიების მენტორია. ჩვენ შევეცდებით საინტერესო დღე შევქმნათ თქვენთვის. გელოდებით 9 ივლისს  HR hub – ში!  

Read More

სერგო ნოზაძე – ტალანტების მართვის სისტემა

9 ივლისს HR hub – ის რიგით მერვე ოფიციალური ღონისძიებაა. HR hub – ში გვეყოლება მენტორები, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის ამზადებენ საპრეზენტაციო თემებს. გარდა ამისა, იქნება კლუბის წევრებს შორის იდეების გაზიარება, ნეთვორქინგი და კიდევ ბევრი სხვა სიურპრიზი … HR hub – ის შეხვედრა ამჯერად თბილისში, სასტუმრო "ციტრუსში" - ში გაიმართება. მაშ ასე, გაიცანით HR Hub - ის მრვე ღონისძიების პირველი მენტორი: სერგო ნოზაძე თემა: ტალანტების მართვის სისტემა. სერგო ნოზაძე  ბანკ რესპუბლიკას HR დეპარტამენტის ხელმძღვანელია. აქვს კერძო და საჯარო სექტორებში მუშაობის გამოცდილება - სტრატეგიული მართვის, სტრატეგიული მენეჯმენტის ქონსალთინგის, ორგანიზაციული სწავლებისა და განვითარების, ადამიანური რესურსების შეფასებისა და შერჩევის სისტემების ჩამოყალიბებების მიმართულებით. კერძოდ კი: - ინსტიტუციური, ორგანიზაციული და ადამიანების განვითარებაზე მიმართული სტრატეგიული პროექტების მართვა; - ადამიანური რესურსის შერჩევისა და შეფასების სისტემების ჩამოყალიბება - განვითარება; - ახალი და ორგანიზაციაში არსებული რესურსის გაძლიერებაზე მიმართული საერთაშორისო პრაქტიკების, მეთოდოლოგიების და პროგრამების დანერგვა-განვითარება - ტრეინინგები, სწავლების სხვადასხვა ფორმები, განვითარების პროგრამები; - კარიერული და პროფესიული განვითარების სისტემების დანეგრვა - განვითარება ორგანიზაციაში. სერგო ნოზაძე გამოცდილებითა და საინტერესო ქეისებით ემზადება თქვენთან შესახვედრად და HR hub - ის რიგით მერვე ღონისძიების მენტორია.…

Read More

HR hub – ის რიგით მერვე ღონისძიება 9 ივლისს გაიმართება

  9 ივლისს  HR hub – ი ოფიციალური წევრებისათვის რიგით მერვე  შეხვედრას გამართავს. ღონისძიებას 2 მენტორი ეყოლება და მას სასტუმრო "ციტრუსი" უმასპინძლებს. დასწრება შესაძლებელია მხოლოდ წევრებისათვის. ღონისზიება 18:00 სატზე დაიწყება.   მოწვეული მენტორები იქნებიან: 1. სერგო ნოზაძე – ბანკ  რესპუბლიკას  HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი. თემა: ტალანტების მართვის სისტემა. 2. სოფო ჭუმბურიძე – British American Tobacco HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი. თემა: BTA - გლობალური პროექტები და წარმატებული ქეისები კავკასიაში HR hub – ის ყველა შეხვედრა გამორჩეული და საინტერესოა, თუმცა ეს ღონისძიება განსაკუთრებული იქნება. ამაზე მეტყველებს ის სიურპრიზები, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის მზადდება. 9 ივლისს HR hub ერთი წლის ხდება. ერთად აღვნიშნოთ HR hub-ის პირველი დაბადების დღე! HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით. HR hub – ის ღონისძიებებზე კლუბის წევრები ეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე ხდება კრეატიული იდეების გაზიარება. შეხვედრა გაიმართება 9 ივლისს სასტუმრო "ციტრუსში", რომელიც კლუბის ოფიციალური მხარდამჭერია. ჩვენ შევეცდებით საინტერესო დღე შევქმნათ თქვენთვის! გელოდებით!    თუ გსურთ გაიგოთ მეტი HR hub – ის წინა ღონისძიებების შესახებ გადადით ლინკზე: 7. HR hub – ის რიგით…

Read More

გახდი HR hub – ის ოფიციალური წევრი! აპლიკაციების მიღება დაიწყო!

HR hub – ში ახალი ნაკადის რეგისტრაცია 17 ივნისს დაიწყო, 12:00 გამოქვეყნდა სარეგისტრაციო ლინკი და ყველა მსურველი შეძლებს დარეგისტრირდეს. რეგისტრაცია დასრულდება 30  ივნისს 12:00. HR hub – ში მოხვედრის ერთადერთი გზა აპლიკაციის შევსებაა. აპლიკაციებს განიხილავს ჟიური და წევრების შერჩევა ამ ფორმით ხდება. კლუბის შექმნის მიზანი HR  სპეციალისტებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა  და გამოცდილების, რეალური ქეისების  გაზიარებაა. HR hub ეს არის საინტერესო, პროფესიული, მეგობრული, სასიამოვნო შეხვედრების ადგილი HR პრაქტიკოსებისთვის. HR hub- ის წევრებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით. ისინი გაეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე ხდება კრეატიული იდეების გაზიარება  და დისკუსია HR სფეროში აქტუალურ საკითხებზე. თუ გსურთ გახდეთ HR hub-ის წევრი უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ კრიტერიუმებს: ** ნამდვილად უნდა გაინტერესებდეთ ადამიანური რესურსების სფერო/მუშაობდეთ ამ მიმართულებით; ** იყოთ მოტივირებულები შეცვალოთ HR გარემო საქართველოში და დანერგოთ სიახლეები; აპლიკაციის მეშვეობით შეირჩევა კლუბის საუკეთესო წევრები, რომლებსაც დავუკავშირდებით. მხოლოდ კლუბის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა დაესწრონ HR hub-ის ღონისძიებებს. სადაც დასწრება ფასიანი იქნება. თანხა მთლიანად ღონისძიებების ორგანიზებას და კლუბის განვითარებას მოხმარდ ება. HR hub – ში წევრების მიღება უფასოა. შეავსეთ აპლიკაცია: https://goo.gl/gHsRxu HR hub - ის ღონისძიებებზე გაიგეთ…

Read More

ნანა სარაჯიშვილი – წარმატებული ქართველი მენეჯერი Chevron – ში

Studentjob.ge-ის პროექტის “ჩემი პროფესია პრაქტიკაში” მეხუთე შეხვედრა 14 ივნისს  გაიმართა და სპიკერი კი ლონდონში მოღვაწე ქართველი მენეჯერი ნანა სარაჯიშვილი  იყო. ნანა სარაჯიშვილი გახლავთ (მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობ კომპანია Chevron-ის ფასების (ტარიფების) განმსაზღვრელი მენეჯერი ევროპაში, შუა მდინარეთსა და აფრიკაში. შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა. ქალბატონმა ნანამ ისაუბრა პროფესიულ გზაზე, რომელიც გაიარა: როგორ დაიწყო ყველაფერი და რა სირთულეები, გამოწვევები შეხვდა ნიუ იორკსა და ლონდონში სწავლისა და შემდომში უკვე კარიერის განმავლობაში. ქალბატონმა ნანამ ისაუბრა, რომ წარმატების მისაღწევად ცოდნა, მიზანდასახულობა, შრომისმოყვარეობა და მუდმივი განვითარება აუცილებელია.  მას ძალიან საპასუხისმგებლო საქმე ავალია დიდ კორპორაციაში, რასაც წარმატებით უძღვება. აუდიტორიას მიეცა შესაძლებლობა გაეგო,   რა უნარები, ცოდნა, გამოცდილება და კომპეტენცია დასჭირდა მას ამ პროფესიაში წარმატების მისაღწევად. შეხვედრის ბოლოს ნანა სარაჯიშვილმა აუდიტორიის  შეკითხვებს უპასუხა. პროექტის ფარგლებში “ჩემი პროფესია პრაქტიკაში” ყველა მსურველს აქვს შესაძლებლობა მათი სფეროს წარმატებულ პროფესიონალებს, პრაქტიკოსებს შეხვდეს და მოისმინოს მათი გამოცდილების შესახებ, გაიგოს როგორ მიაღწიეს წარმატებას, რაც მომავალში მათი წარმატების წინაპირობა და მოტივატორიც შეიძლება გახდეს. Studentjob.ge მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი ტიპის შეხვედრების ჩატარებას, რომელიც წიგნის სახლში ბახტრიონზე გაიმართება. “ჩემი პროფესია პრაქტიკაში”: პირველი შეხვედრა –  TBC ბანკის ვიცეპრეზიდენტი დავით წიკლაური:  http://goo.gl/agFycR მეორე  შეხვედრა – ეროვნული ბანკის ინფორმაციული…

Read More

ჩემი პროფესია პრაქტიკაში – ქართველი მენეჯერის წარმატება ლონდონში

Studentjob.ge-ის პროექტის “ჩემი პროფესია პრაქტიკაში” მეხუთე შეხვედრა 14 ივნისს  გაიმართება და სპიკერი კი ლონდონში მოღვაწე ქართველი მენეჯერი ნანა სარაჯიშვილი  იქნება. ნანა სარაჯიშვილი გახლავთ (მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობ კომპანია Chevron-ის ფასების (ტარიფების) განმსაზღვრელი მენეჯერი ევროპაში, შუა მდინარეთსა და აფრიკაში. სწავლობდა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე 1991-1996 წლებში. სწავლის დასრულების შემდეგ გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამების შესასწავლად New York Institute of Business Technology 1998-2001წწ. დამთავრებისთანავე სწავლა გააგრძელა დიდ ბრიტანეთში University of East London ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრატურაზე (MBA) საერთაშორისო ბიზნესის განხრით. ამასთანავე, პარალელულად მუშაობდა ლონდონში HERTZ CORPORATION ფასების (ტარიფების) განმსაზღვრელ ანალიტიკოსად ევროპაში. 2011 წლიდან კი, მუშაობს (EMEA) Chevron –ში. Chevron Corporation არის ამერიკელი მრავალეროვნული ენერგეტიკული კორპორაცია. სათაო ოფისი მდებარეობს სან რამონ, კალიფორნიაში და წარმოდგენელია 180-ზე მეტ ქვეყანაში. Chevron არის ჩართული ნავთობის, ბუნებრივი აირისა და გეოთერმული ენერგიის მრეწველობის, მათ შორის ნახშირწყალბადების მოპოვებისა და წარმოების, გადამუშავების, ელექტროენერგიის, ქიმიკატების წარმოების და გაყიდვების ყველა ასპექტში. მაშ ასე: რა არის მისი წარმატების ფორმულა? რა უნარები, ცოდნა, გამოცდილება და კომპეტენცია დასჭირდა მის პროფესიაში წარმატების მისაღწევად? გაიგეთ მეტი თქვენი პროფესიის პრაქტიკული მხარეების შესახებ!…

Read More

HR hub – ის რიგით მეშვიდე ღონისძიება “გურამიშვილის მარანში” გაიმართა

5 ივნისს HR hub – ის ოფიციალური წევრებისათვის რიგით მეშვიდე შეხვედრა “გურამიშვილის მარანი” - ში გაიმართა.    მოწვეული მენტორები იყვნენ:   1. ქეთი სხირტლაძე – EY Georgia – ს HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი. თემა: “თანამშრომელთა შერჩევა – განვითარება EY”. დეტალები აქ: http://goo.gl/XZKqO2 2. თამარ ბაბუხადია – ეისითის საქართველოს ბიზნეს კვლევების დირექტორი, ეისითი ყაზახეთისა და GROWIN – ის თანა-დამფუძნებელი. სწავლობდა Erickson Coaching International – ში. თემა: “ქოუჩინგი – მრთვის ახალი სტილი”. დეტალები აქ: http://goo.gl/fwSXuI   HR hub - საინტერესო, პროფესიული, მეგობრული, სასიამოვნო, შეხვედრების ადგილი. HR hub- ეს არის სივრცე, სადაც ხდება მსოფლიოში არსებული HR სიახლეების გაცნობა და პერიოდულად ტარდება შეხვედრები ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის. აქ ხდება ცოდნისა და გამოცდილების, რეალური ქეისების გაზიარება, მსჯელობა საინტერესო იდეებსა და მიდგომებზე HR სფეროში. HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით. გაიგეთ მეტი სიახლე, გაიცანით კოლეგები, გაუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილება და საინტერესოდ გაატარეთ რამდენიმე საათი. წინ კიდევ ბევრი საინტერესო ღონისძიება გველის!  თუ გსურთ გაიგოთ მეტი HR hub – ის წინა ღონისძიებების შესახებ გადადით ლინკზე: 6. HR hub – ის რიგით მეექვსე ღონისძიება…

Read More

💙 2020 studentjob.ge