HR hub-ის რიგით მეშვიდე ღონისძიების მეორე მენტორი ცნობილია

5 ივნითამარ ბაბუხადიასს HR hub – ის რიგით მეშვიდე ოფიციალური ღონისძიებაა. HR hub – ში გვეყოლება მენტორები, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის ამზადებენ საპრეზენტაციო თემებს. გარდა ამისა, იქნება კლუბის წევრებს შორის იდეების გაზიარება, ნეთვორქინგი და კიდევ ბევრი სხვა სიურპრიზი …

HR hub – ის შეხვედრა ამჯერად საგურამოში, “გურამიშვილის მარანში”  გაიმართება.

მაშ ასე, გაიცანით HR hub – ის მეშვიდე ღონისძიების მეორე  მენტორი: თამარ ბაბუხადია, ეისითის საქართველოს ბიზნეს კვლევების დირექტორი, ეისითი ყაზახეთისა და Growin – ის თანადამფუძნებელი. თამარი სწავლობდა Erickson Coaching International – ში.

თემა: “ქოუჩინგი – მართვის თანამედროვე სტილი”

თემის მოკლე აღწერა – თამარი ისაუბრებს საკითხებზე როგორიცაა:

  1. ქოუჩინგ ტექნიკების ნაკრები (მოტივაცია, მუშაობა ღირებულებებთან, ჯგუფური ქოუჩინგი, თიმ ბილდინგი …)
  2. ქოუჩინგი, როგორც ხელმძღვანელობის სტილი
  3. რა უნდა იცოდეს მენეჯერმა ქოუჩინგის გამოყენების დროს
  4. როგორ დავინახოთ და განავითაროთ თანამშრომელთა სამუშაო პოტენციალი
“ეისითი კვლევითი საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც დაარსდა 2002 წელს საქართველოში და 2008 წლიდან ადგილობრივი კვლევითი ბაზრის ერთპიროვნული ლიდერია. ეისითის წარმატება ეფუძნება მის ძირითად ღირებულებებს, – ხარისხზე, განვითარებაზე და შედეგზე ორიენტაციას. “

ჩვენ შევეცდებით საინტერესო დღე შევქმნათ თქვენთვის.

გელოდებით 5 ივნისს HR hub – ში!

« »
💙 2020 studentjob.ge
Share via
Copy link
Powered by Social Snap